ISIS-ის ბოევიკები კაიროში არსებული ყველა ეკლესიის განადგურებით იმუქრებიან

egypt-coptic-cairo-d-church-of-st-georgeშარიათის სასამართლო „ისლამური სახელმწიფოს“ იურისტმა ჰუსეინ ბენ მაჰმუდმა  ხალხს კაიროში არსებული ყველა ქრისტიანული ეკლესიის განადგურებისკენ მოუწოდა.

სტატია სახელწოდებით „გადაწყვეტილება ეგვიპტელ ქრისტიანთა შესახებ“ დაწერილია ფეტვის (ფეტვა −  არაბ. فتوى‎‎, ისლამში რაიმე საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მუფთის, ფაკიხის ან ალიმის მიერ და დაფუძნებულია ისლამისა და მუსულმანური იურიდიული პრაქტიკის პრეცედენტზე) სახით და გახლავთ ოფიციალური გადაწყვეტილება, აცხადებს თავისი ბლოგის მეშვეობით  არაბული კულტურისა და ისლამის სფეროს სპეციალისტი რაიმონდ იბრაჰიმი, – იტყობინება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com.

ბენ მაჰმუდის სტატია გამოქვეყნდა 17 თებერვალს და გავრცელდა სხვადასხვა ჯიჰადისტური საიტის მიერ. კაიროში არსებულ ეკლესიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უკავშირდება ღვთისმოსავ წინაპართა (სალაფთა) კონსენსუსს. კაიროს ძირითადი მცხოვრებნი მუსულმანები არიან. ისლამის გავრცელებამდე ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა ეკლესიები, ამტკიცებს იურისტი.

რაც შეეხება ზემო ეგვიპტეში არსებულ ეკლესიებს, რომლებიც ისლამის გავრცელებამდე არსებობდა, ისინი ხელშეუხებელნი დარჩებიან, მაგრამ არ შეიძლება მათთვის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება.

ბენ მაჰმუდმა მოიტანა შუა საუკუნეების პერიოდის იურისტის იბნ თაიმიიუს (გარდაიცვალა 1328 წ.) ციტატა, ფეტვები, რომლებშიც ეკლესიები აღწერილია, როგორც „ბარებსა და საროსკიპოებზე უარესი“ ადგილები. თაიმიია და ბევრი სხვა მუსულმანი იურისტი მოუწოდებდნენ ყველა იმ ეკლესიის განადგურებისკენ, რომლებიც აშენდა ისლამის გავრცელების შემდგომ პერიოდში.

 

ჩატვირთვა...