CNN – ქრისტიანთა დევნამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

კვლევებმა ცხადყო, რომ გასული წელი ყველაზე ძალადობრივი აღმოჩნდა ქრისტიანობის თანამედროვე ისტორიაში. “სტატისტიკის მიხედვით 2015 წელს ქრისტიანული მრწამსის გამო 7 100 ადამიანი მოკლეს. მაჩვენებელი გაორმაგებულია 2014 წელთან შედარებით, როცა რწმენის გამო 3 000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.” – ვკითხულობთ ორგანიზაცია “Open Door Usa “– ის (ღია კარი) დამოუკიდებელ ანგარიშში, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტია რელიგიური თავისუფლების კუთხით და მუშაობს დევნილი ადამიანების ( განურჩევლად რელიგიისა) პრობლემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაციას ასევე ადასტურებენ მედია ანალიზები და გარე ექსპერტები.

Open Door –ის განსაზღვრებით ქრისტიანთა დევნა გულსხმობს მტრულ დამოკიდებულებას, რომელიც ადამიანის ქრისტეს სახელთან დაკავშირება წარმოშობს. ორგანიზაცია იტყობინება, რომ დევნა მოიცავს არამარტო დამოკიდებულებას, არამედ მისგან გამოწვეულ შედეგებს : უკეთეს შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებას, უარეს შემთხვევაში ცემას, წამებას, გაუპატიურებას და ფატალურ დასასრულს.

ეროვნულ პრესასთან საუბრისას , ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ქერიმ საზოგადოებას წარუდგინა ყოველწლიური ანგარიში და გააცნო 50, ქრისტიანების მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების სია. სიის სათავეში უკვე ზედიზედ მეთოთხმეტედ ჩრდილოეთ კორეა აღმოჩნდა. სიაში უმეტესად მუსულმანური, ე.წ. ” დახურული ქვეყნები” აღმოჩნდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მუსულმანური ექსტრემისტული დაჯგუფებების სამიზნე 2015 წელს, რელიგიური დევნის კუთხით არამარტო ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც, იეზიდებიც და სხვა რელიგიური უმცირესობებიც გახდნენ. “მიუხედავად ამისა, ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფებების მთავარ მამოძრავებელ იდეად, მაინც ქრისტიანების დევნა რჩება.” – აღნიშნა ქერიმ.

ერაყი და სირია ე.წ. “ხალიფატის” (ISIS) ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ხოლო პაკისტანში, ავღანეთში, ირანსა და ლიბიაში ისლამური ექსტრემიზმის ელემენტები გვხვდება. ყველა ეს ქვეყანა სიის პირველ ათეულში აღმოჩნდა დევნის კუთხით. ამ ქვეყნებში დიდია ქრისტიანების იძულებითი მიგრაცია და ასევე გენოციდი.

ქერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მდევნელი ქვეყნების” სიაში ყოველწლიურად შედიან ამერიკის ე.წ. “გეოპოლიტიკური მოკავშირეები”, მათ შორის ისეთი დიდი პარტნიორები, როგორებიც არიან საუდის არაბეთი და ინდოეთი.

“ჩვენ გვჯერა, რომ რელიგიური თავისუფლება არის ყველასთვის და ის არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან და ჩვენთან ერთად საქმიანობენ.” – აღნიშნა ქერიმ – “Open Door – ი ცდილობს მიაწოდოს ყოველწლიური ანგარიში ქრისტიანებს, როგორც გამოძახილი იმ ქრისტიანებისა, რომელთა ცხოვრება უბრალო სტატისტიკაზე გაცილებით მეტია, რათა ილოცონ და დაიცვან ისინი, ვინც იდევნებიან.”

წყარო: http://edition.cnn.com/2016/01/17/world/christian-persecution-2015/

ჩატვირთვა...