CBN: ასია ბიბი თავშესაფრის მოლოდინში

0 178

მსოფლიო ქრისტიანული ახალი ამბები:

  • ასია ბიბი თავისუფალია, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, ის კვლავ პაკისტანში იმყოფება. ბიბი და მისი ოჯახი პაკისტანის დედაქალაქში გადაიყვანეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ის მალე დატოვებდა ქვეყანას, მაგრამ ასია ბიბი კვლავ ელოდება თავშესაფარს. მას ცოტა ხნის წინ მოუხსნეს ბრალდება ისლამის წინააღმდეგ მკრეხელობის შესახებ და ამან ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. ბიბის ადვოკატები ამბობენ, რომ მან უკვე შეავსო განაცხადი ნიდერლანდებში თავშესაფრის მოთხოვნით.
  • ასევე, კამერუნის პრესვიტერიანული ეკლესიიდან გატაცებული 79 მოსწავლე გაათავისუფლეს. გაურკვეველმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გასულ კვირას გაიტაცა ბავშვები. ეკლესიის წინამძღვარმა დაადასტურა, რომ ბავშვები უკან დააბრუნეს და მათ დაღლილობა ეტყობოდათ ფსიქოლოგიური წნეხის გამო. სკოლის ორი თანამშრომელი კვლავ ტყვეობაში იმყოფება. სკოლა უნდა დაიხუროს უსაფრთხოების არარსებობის გამო.
ჩატვირთვა...