BBC: მარიხუანა თინეიჯერების ტვინისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე ალკოჰოლი

0 249

კანადური კვლევა ცხადყოფს, რომ თინეიჯერების მიერ მარიხუანის გამოყენება დიდ ზიანს აყენებს განვითარების სტადიაში მყოფ მათ ტვინებს.

მას, ალკოჰოლთან შედარებით, უფრო საზიანო გავლენა აქვს ფიქრის უნარზე, მეხსიერებასა და ქცევაზე.

მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მოუწოდეს თინეიჯერებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მათ ასაკში მარიხუანის მოწევისაგან.

კვლევაში 4 წლის განმავლობაში 3800 ახალგაზრდა  მონაწილეობდა, რომელთა ასაკი იწყებოდა 13 წლიდან.

ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში მარიხუანის და ალკოჰოლის მოხმარება იწვევს შემეცნებითი უნარების დარღვევას, როგორიცაა: სწავლა, ყურადღების კონცენტრირება, გადაწყვეტილების მიღების უნარი და სკოლაში აკადემიური მოსწრების ხარისხი. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა ამ პრობლემების ზრდა მარიხუანის მოხმარების ზრდასთან მიმართებით და ეფექტი იყო ხანგრძლივი, ალკოჰოლთან შედარებით.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რა საფრთხეებს შეიცავს მარიხუანის მოხმარება?

31 სხვადასხვა კანადური სკოლიდან მივიღეთ ინფორმაცია თინეიჯერების მიერ მარიხუანის და ალკოჰოლის მოხმარების შესახებ. ასევე, კომპიუტერული შემეცნებითი ტესტის მეშვეობით შემოწმდა მათი ტვინის უნარები წლის განმავლობაში.

განვითარებადი ტვინები

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის გამოყენების დონე ალკოჰოლთან შედარებით ნაკლები იყო, თინეიჯერების 28 %-მა აღიარა გარკვეული სახის მოხმარება თინეიჯერების 75 %-თან შედარებით, რომელთაც თქვეს, რომ იღებენ ალკოჰოლს სხვადასხვა სიტუაციებში.

პროფესორმა პატრიცია ჯ. კონროდმა, მონრეალის ფსიქიატრიის დეპარტამენტიდან, აღნიშნა, რომ იგი მოელოდა, რომ ალკოჰოლს უფრო მეტი გავლენა ექნებოდა თინეიჯერების ტვინზე.

მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ კვლევამ აჩვენა, რომ შემეცნებით ტესტებში მარიხუანის მომხმარებელ ახალგაზრდებში დაფიქსირდა უფრო მეტი შეცდომა – მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოიხმარდნენ მარიხუანას გარკვეულ ეტაპზე და შემდეგ შეწყვიტეს მისი მოხმარება. ეს შედეგები აისახა სამუშაო მეხსიერებაზე, არგუმენტაციის და ქმედებების კონტროლის უნარზე.

„მათი ტვინი განვითარების პროცესშია, მაგრამ მარიხუანა ხელს უშლის ამას. მათ მეტად უნდა შეიკავონ თავი მარიხუანის მოხმარებისგან.“ – აღნიშნა პროფესორმა კონროდმა თინეიჯერებთან დაკავშირებით.

მან ასევე ისაუბრა, რომ კვლევამ აჩვენა ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის პროგრამების აუცილებლობა.

მარიხუანა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებად დიდ ბრიტანეთში. მან შეიძლება გამოიწვიოს მიჩვევა და მისმა მოხმარებამ აჩვენა ფსიქოტიური დაავადებების გაზრდის რისკი, განსაკუთრებით მოზარდებში.

ექსპერტები ამბობენ, რომ მარიხუანის მოხმარების შეწყვეტასაც აქვს თავისი სიმპტომები, როგორიცაა ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ხასიათის ცვალებადობა.

https://www.bbc.com/

ჩატვირთვა...