BBC: ეგვიპტეში ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმაში მონაწილე 19 ისლამისტი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა

0 104

ეგვიპტეში ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმაში მონაწილე 19 ისლამისტი სამხედრო პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. ინფორმაციას BBC ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგვიპტის შსს-ს ცნობით, გაქცეული ტერორისტები მინიას პროვინციის დასავლეთით, უდაბნოს აფარებდნენ თავს, პოლიციის გამოჩენისას მათ ცეცხლი გახსნეს, საპასუხო სროლისას კი 19 ისლამისტი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან სამხრეთით 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა. ავტობუსი წმინდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა.

თავდამსხმელებმა ცეცხლი იმ ადგილის მახლობლად გახსნეს, სადაც გასული წლის მაისში ისლამისტებმა 28 ადამიანი მოკლეს.  თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. არიან დაშავებულებიც. ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მომხდარს გამოეხმაურა ეგვიპტის პრეზიდენტი. აბდელ ფათახ ალ-სისიმ დაღუპლთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

 

ჩატვირთვა...