800 000 კათოლიკე „გადამწყვეტი სიტყვის“ თქმას მოითხოვს რომის პაპისგან

554-700x454დაახლოებით 800 000-მა კათოლიკემ, რომელთაგანაც 200 კარდინალი, ეპისკოპოსი და არქიეპისკოპოსია, ხელი მოაწერა აპელაციას, რომელიც რომის პაპისადმი არის მიმართული და მიუთითებს ეკლესიის პოზიციის „დარღვევაზე“ ერთსქესიანთა ქორწინების სფეროსადმი.

აპელაცია დაიწერა მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა კათოლიკე ჰომოსექსუალისტების გავლენიანმა ჯგუფმა ეკლესიას მოუწოდა საეკლესიო სწავლებათა გადახედვისკენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ეკლესიის პოზიცია მოაქვს „დიდ ფსიქოლოგიურ და სულიერ ზიანს არა მარტო ჰომოსექსუალისტებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და ოჯახებისთვის“.

ამასთან დაკავშირებით კონსერვატიულმა ჯგუფმა „ოჯახის ხმამ“ წარუდგინა პაპ ფრანცისკს აპელაცია, რომელსაც 790190 კათოლიკემ მოაწერა ხელი, მათ შორის 201 კარდინალმა, არქიეპისკოპოსმა და ეპისკოპოსმა, რომლებიც მოუწოდებენ პაპს თქვას „თავისი კონკრეტული, ნათელი, გადამწყვეტი სიტყვა“, რათა გაიფანტოს „გავრცელებული ცდომილება, რომელიც ეკლესიური წესრიგის შესაძლო დარღვევების გამო წარმოიშვა, წესრიგის, რომელშიც ღებულობენ მრუშებს და ნებას რთავენ კათოლიკეებს განქორწინდნენ და შემდეგ ისევ იქორწინონ და მიიღონ წმიდა ზიარება. ზოგიერთისთის ჰომოსექსუალისტური კავშირიც კი მისაღებია, როდესაც ასეთი პრაქტიკა გაკიცხვის ღირსია და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ღვთაებრივ და ბუნებრივ კანონებს.

აპელაცია რომის პაპს პირველი სინოდის შემდეგ გაუგზავნეს, რომელიც ჩატარდა ოჯახის თემატიკის შესახებ გასული წლის ოქტომბერში, მაგრამ ასი ათასობით ადამიანმა ბოლო თვეების განმავლობაში მოაწერა ხელი.

რომის ევროპული უნივერსიტეტის ეთიკისა და ბიოეთიკის პროფესორმა, აპელაციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ტომაზო სკანდროგლიომ, (Tommaso Scandroglio) განაცხადა: „იმ პიროვნებათა რაოდენობა, რომელთაც აპელაციას მოაწერა ხელი, ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღელვებულია ეკლესიის ზოგიერთი საღვთისმეტყველო ტენდენციით“.

აპელაციას ხელი მოაწერეს კარდინალმა ხორხე მედინა ესტევესმა, ღვთისმეტყველების კონგრეგაციის საპატიო პრეფექტმა კარდინალმა ჯერალდო მაჯელა აგნელომ, ბრაზილიის ყოფილმა წინამძღვარმა და სხვა წამყვანმა კარდინალებმა და არქიეპისკოპოსებმა, ასევე, სხვადასხბა კონტინენტზე მცხოვრებმა, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე მოძრაობათა ლიდერებმა.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ვესტმინსტერის ეპარქიიდან ლგბტ კათოლიკეებმა ჯერ კიდევ სინოდის კრებამდე გამოაქვეყნეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ინგლისისა და უელსის ეპისკოპოსები ცდილობენ ადამიანის სექსუალურობის შესახებ ეკლესიის სწავლების ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინონ ისეთი „მეთოდებით, რომლებიც იძლევა ინტერგრირების საშუალებას და არა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების ეკლესიის წევრობიდან გარიცხვას“.

ლგბტ კათოლიკეები ამბობენ: „სექსუალურობის, სექსუალური ორიენტაციის და ადამიანის სქესის შესახებ ეკლესიის დოქტრინალური მტკიცებულებები არ გახლავთ რელატიური, არამედ ზედმეტად შეშფოთებულია სექსუალურობის გამოხატულებისა და სქესობრივი აქტების გამო“.

სხვადასხვა ეკლესიურ დოკუმენტში ჰომოსექსუალისტური ურთიერთობები აღწერილია, როგორც „გარყვნილება“ და „ღმერთის უარყოფის შედეგი“.

ზოგიერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კანონები ისევ მისაღებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, როგორც აივ-ინფექციებისა და სიცოცხლისათვის სახიფათო სხვა ვირუსების გავრცელებასთან ბრძოლის მეთოდი.

 

წყარო: 316NEWS – christiantoday.com-ზე დაყრდნობით

ჩატვირთვა...