8 წლის თვითმკვლელი გოგონა დამასკოში. მშობლები საკუთარ გოგონებს ემშვიდობებიან

სირიის ტელევიზია იუწყებოდა, რომ, დაახლოებით, ცხრა წლის გოგონამ თავი აიფეთქა დამასკოს პოლიციის განყოფილებაში, პარასკევს, 16 დეკემბერს.

თვითმხილველის თქმით, პატარა გოგონა შევიდა პოლიციის შენობაში, საპირფარეშოში შესვლა ითხოვა და თავი აიფეთქა.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, როგორ კოცნიან და ემშვიდობებიან მუსლიმი ჯიჰადისტი მშობლები საკუთარ ორ გოგონას და გზავნიან „საღვთო ომში“ მონაწილეობის მისაღებად. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოჩანაწერის ბმულს და მასზე ჩაწერილი საუბრის თარგმანს.

უმ ნიმრი ემშვიდობება თავის ორ გოგონას: 7 წლის ისლამს და 8 წლის ფატიმას. გოგონებმა საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნეს ალ ასადის წინააღმდეგ ბრძოლას სირიის დედაქალაქ დამასკოში. ისინი განაგრძობენ ბრძოლას, სანამ მტრებს არ დაამარცხებენ.

– უმ ნიმრ, რას ეტყვი ყველა მუსლიმს?

– მოთმინება გამოიჩინეთ, სხვა გზა არ არის.

– რატომ გზავნი შენს გოგონებს საღვთო ომში, როცა ისინი ასეთი ახალგაზრდები არიან?

– არავინაა ახალგაზრდა, როცა საქმე ჯიჰადს ეხება. ყველა მუსლიმის მოვალეობაა ჯიჰადში მონაწილეობა.

– მართალი ხარ.

– (ხმა კადრსმიღმა) მიდით, გოგონებო, იბრძოლეთ და საკუთარი სიცოცხლე ალაჰს მიეცით.

საუბარი მამასა და გოგონებს შორის.

– ფატიმა, რის გაკეთებას აპირებ დღეს?

– თავი უნდა ავიფეთქო.

– სად?

– დამასკოში.

– დამასკოში, მაგრამ მხოლოდ 9 წლის ხარ. კაცებს უნდა ებრძოლო? თუ ყველა მწვანე ავტობუსებით გაიქცევა? მაგ ურწმუნოებს შენი მოკვლის ან გაუპატიურების უფლებას მისცემ?

– არა.

– პირიქით, შენ დახოცავ მათ, არა? იმიტომ, რომ მუსლიმები არავის მისცემენ საკუთარი თავის დამცირების უფლებას.

– (ახლა მეორე გოგონას ელაპარაკება) ხომ არ შეგეშინდება? არ შეგეშინდება, რადგან ცაში მიდიხარ, ხომ ასეა?

– დიახ.

წყარო: http://www.dailymail.co.uk/
http://www.reuters.com/

ჩატვირთვა...