600 000 ხელმოწერა პაკისტანელი ქრისტიანი ქალის განთავისუფლების მოთხოვნით

b_21102014NB0TzmQ5ZCVCnzFY10KOgUeVyისლამაბადი. 2015 წლის 28 მარტს, დილის 9:30-ზე, პეტიციას სიკვდილმისჯილი პაკისტანელი ქრისტიანი ქალის ასია ბიბის განთავისუფლების მოთხოვნით ხელი მოაწერა 573 057 ადამიანმა. religion.ORF.at-ის ინფორმაციით #saveAsiaBibi (გადაარჩინე ასია ბიბი) წამოწყებული გახლდათ ემილი კლარკის მიერ.

ხუთი შვილის დედის სახელი მთელს მსოფლიოში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ლახორის სასამართლომ მისთვის თანამშრომლის მიერ წაყენებული ბრალდების შედეგად. მას ბრალი დასდეს წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფაში, რისთვისაც პაკისტანის კანონმდებლობა სასიკვდილო განაჩენს ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ასია ბიბი 2009 წლის ივნისში იქნა დაპატიმრებული. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
ამჟამად მისი აპელაცია განიხილება უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელიც გახლავთ უკანასკნელი ინსტანცია და, რომელსაც შეუძლია სასჯელის ბათილად ცნობა. მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მოწოდებანი ქრისტიანი ქალის შეწყალების შესახებ წარმატებით ჯერაც არ დასრულებულა.

ჩატვირთვა...