6 საინტერესო ფაქტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შესახებ

20 იანვარს ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. ხალხში, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობაა: ერთნი ტრამპში ხედავენ პასუხს ღვთისგან, ხოლო სხვები პირიქით – მუქარას. გვსურს, გამცნოთ ექვსი საინტერესო ფაქტი მისი ინაუგურაციის შესახებ:

  1. დონალდ ტრამპი, რომელიც გახლავთ პრესვიტერიანელი ქრისტიანი, ინაუგურაციის დღეს, დილიდანვე სალოცავად მივიდა წმ. იოანეს სახელობის ეკლესიაში, რომელიც კაპიტოლიუმიდან ერთი კვარტლის დაშორებით მდებარეობს. ეს ამერიკაში ერთგვარი ტრადიციაც გახლავთ, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტიდან მოყოლებული, ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტი, თავისი ინაუგურაციის დღეს, ესწრებოდა ღვთისმსახურებას. ეკლესიაში მსახურების ჩასატარებლად მოწვეული იყო ცნობილი ორმოცდაათანელი ხუცესი ჯენთენეზენ ფრანკლინი
  2. ინაუგურაციაზე მიწვეული იყო 6 რელიგიური ლიდერი, მათგან ოთხი ცნობილი პროტესტანტი ხუცესი: ფრანკლინ გრემი, პაულა ვაითი, სამუელ როდრიგესი და სხვები. ისინი თამამად აცხადებდნენ კურთხევას იესო ქრისტეს სახელით. ამერიკის ისტორიაში ამ ინაუგურაციაზე რეკორდული რაოდენობის ლოცვები აღევლინა: 6 ლოცვიდან 3 იყო ღმერთის თანდასწრებისა და კურთხევის მოხმობა, 3 კი ლოცვა-კურთხევა.
  3. ტრამპმა, საპრეზიდენტო ფიცის წარმოთქმისას, ხელი ორ ბიბლიას დაადო. პირველი ბიბლია ეკუთვნოდა პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს, რომელზეც მან თავისი ინაუგურაციის დროს დადო ფიცი 1861 წელს ხოლო მეორე ბიბლია დონალდ ტრამპს დედამისმა აჩუქა 1955 წელს საკვირაო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად.
  4. ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ სპენსმა, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ბიბლიაზე დადო ფიცი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ ის, რომ ბიბლია სპეციალურად გადაშლილი იყო მეორე ნეშტთა წიგნის მე-7 თავის მე-14 მუხლზე, სადაც წერია: „(თუ) ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან – მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას“.
  5. ინაუგურაციის დროს შესრულდა ორმოცდაათიანული კოლეჯის, Lee University პროფესორის, დოქტორ ვაიკოფის (Dr. Wykoff) კომპოზიცია.
  6. ინაუგურაციის დროს ყველაზე მოწინავე ქრისტიანი ლიდერები, ისეთები, როგორც არიან სინდი ჯეიკობსი, რიკ ჯოინერი, ჟურნალ „ქარიზმას“ გამომცემელი და ასობით სხვა ლიდერი, შეიკრიბა ვაშინგტონში „ლოცვითი დაცვისთვის“, რომელსაც ეწოდა „POTUS ფარი“ (POTUS – President of The United States). მთელი დღის განმავლობაში, ვიდრე ინაუგურაცია მიმდინარეობდა, ისინი ლოცულობდნენ ღვთის წინაშე ახალი პრეზიდენტისთვის, ქვეყნის ახალი მიმართულებისა და ეკლესიის ახალი ხედვისთვის.

წყარო: http://www.romansavochka.com/

Home

ჩატვირთვა...