40 დღე სიცოცხლისათვის − ორი კვირის განმავლობაში აბორტს გადარჩენილი 264 ჩვილი

40 დღე სიცოცხლისათვის (40 Days for Life) კამპანიის წყალობით ასობით ჩვილი გადაურჩა აბორტს კამპანიის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში და გადარჩენილთა რიცხვი კვლავაც იზრდება.

კამპანიის ცნობით, 10 ოქტომბრისთვის, 154 ბავშვი იქნა გადარჩენილი.

„მადლობა ღმერთს!“ – 40 დღე სიცოცხლისათვის პრეზიდენტი შონ კარნი მადლობას უხდის ამ კამპანიის გულშემატკივრებს: „თქვენს ლოცვებზე ყოველდღიურად გვპასუხობს უფალი“.

სტივ კარლენმა, ჩრდილოეთ ამერიკული კამპანიის დირექტორმა, დაადასტურა, რომ ეს რიცხვი პარასკევისთვის 244-ს გაუტოლდა. კვირას კი 40 დღე სიცოცხლისთვის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამ რიცხვმა უკვე 264-ს მიაღწია.

40 დღე სიცოცხლისათვის მიზნად ისახავს 367 ადგილის მონახულებას, მათ შორის, აშშ-ს ორმოცდაათივე შტატს და მსოფლიოს ოცდასამ ქვეყანას.

წყარო: https://www.lifesitenews.com/

ჩატვირთვა...