336 მილიონი აბორტი ჩინეთში უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში

ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რომ უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში 336 მლნ აბორტი გაკეთდა.

„სახარების კოალიციის“ (Gospel Coalition) მიხედვით, ეს თავზარდამცემი რიცხვი იმას გვიჩვენებს, რომ ჩინეთში უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაკეთებული აბორტების (მათი უმრავლესობა იძულებითი იყო) რიცხვმა გადააჭარბა ჯვაროსნულ ლაშქრობათა დროს მსოფლიოში არსებული მოსახლეობის რაოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მრავალი ადამიანისათვის არის ცნობილი ჩინეთის ხელისუფლების მკაცრი პოლიტიკა „ოჯახზე ერთ ბავშვთან“ დაკავშირებით (2015 წლიდან ეს კანონი შეიცვალა და ოჯახს ორი ბავშვის ყოლის ნება მიეცა), ამ პოლიტიკის ფაქტობრივი მოქმედება თავზარდამცემია.

1971 წლიდან ჩინეთში გაკეთდა 336 მლნ აბორტი და 196 მლნ სტერილიზაცია.

„სახარების კოალიცია“ გვთავაზობს სხვა შედარებებს, რომლებიც კიდევ უფრო აშკარად გვიჩვენებს აბორტების ხსენებული რიცხვის შოკისმომგვრელ სიდიდეს:

ეს რიცხვი აღემატება კაცობრიობის ისტორიაში ათ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობას: მეორე მსოფლიო ომი (72მლნ), პირველი მსოფლიო ომი (65მლნ), მონღოლთა დამპყრობლური ომები (60მლნ), ლუშანის აჯანყება (36მლნ), ტაიპინგის აჯანყება (30მლნ), მინის დინასტიის მიერ ცინის დინასტიის დაპრყობა (25მლნ), თემურ-ლენგის დაპყრობითი ომები (20მლნ), დუნგანის აჯანყება (12მლნ), რუსეთს სამოქალაქო ომი (9მლნ), მეორე ომი კონგოში (5,4მლნ).

ეს რიცხვი (336 მლნ) მეტია აშშ-სა და ავსტრალიაში მცხოვრებთა საერთო ოდენობაზე.

ეს რიცხვი აღემატება მთელ მსოფლიოშო, უკანასკნელი ათ წლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საერთო რაოდენობას.

წყარო: http://www.christianheadlines.com

ჩატვირთვა...