2018 წლის ყველაზე პოპულარული ბიბლიური მუხლი – ესაიას 41:10

0 262

ბიბლიის აპლიკაცია YouVersion აქვეყნებს ცნობას, რომ ესაიას 41:10 („ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.“) 2018 წლის ყველაზე პოპულარული მუხლია.

მათი თქმით ეს იყო ბიბლიური მუხლი, რომელიც ყველაზე მეტჯერ გაზიარდა ადამიანების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი რიცხვი 325 მილიონს აჭარბებს.
„წლევანდელი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით განაგრძობენ ბიბლიისკენ სწრაფვას ამ აპლიკაციის მეშვეობით.” – აღნიშნა YouVersion-ის დამფუძნებელმა ბობი გრუენევალდმა.

დღესდღეობით ბიბლიის აპლიკაცია 1250-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და სტატისტიკურად მას რამდენიმე კონტინენტზე იყენებენ. როგორც YouVersion განმარტავს, გასულ წლებთან შედარებით ბიბლიის ყოველდღიური გამოყენება 27 %-ით გაიზარდა. აპლიკაციის მომხმარებლებს ამ ხნის განმავლობაში მოსასმენი ვერსიით მოსმენილი აქვთ ბიბლიის სხვადასხვა თავები 4.2 მილიარდჯერ, ხოლო წასაკითხი ვერსიით – 27.2 მილიარდჯერ აქვთ წაკითხული. ეს მონაცემები ყოველწლიურად იზრდება.

ბიბლიის აპლიკაციის მეშვეობით აგრეთვე მნიშვნელოვანი მიღწევა ფიქსირდება ბავშვებისთვის, რომელიც 2013 წელს გამოვიდა. წელს საბავშვო ვერსიას 9 ენა დაემატა. ახლა კი ჯამში უკვე 42 ენაზეა ხელმისაწვდომი ბიბლიის ილუსტრირებული, ანიმაციური და სხვადასხვა თამაშებით ასათვისებელი ისტორიები. შარშანდელთან შედარებით აპლიკაციის ჩამოტვირთვის რაოდენობა 55%-ით გაიზარდა, რაც მთელ მსოფლიოში 27 მილიონზე მეტს შეადგენს.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს თაობა, თუნდაც ნელ-ნელა, ოდესმე გახდება ბიბლიაზე დაფუძნებული და ეკლესია ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს, რათა დაეხმაროს მოზარდებსა და ბავშვებს ბიბლიასთან დაკავშირებაში. ჩვენ ვართ მომსწრენი იმ ბედნიერებისა, რომ ვნახოთ, თუ როგორ მიდის ღმერთი  ხალხში მისი სიტყვის საშუალებით, ჩვენ ძალიან გვინდა ვიხილოთ შედეგი იმ ადამიანების სახით, რომლებიც იყენებენ ჩვენს აპლიკაციას.” – განაცხადა აპლიკაციის შემქმნელმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ენაზე ბიბლიის აპლიკაცია ბავშვებისთვის 2018 წელს გამოვიდა და ის უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის.

წყარო

თარგმანი: რომა შალამბერიძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...