2016 წელს 90 000 ქრისტიანი მოკლეს – ორგანიზაცია „ღია კარები“ ანგარიშს აქვეყნებს

„გასულ წელს ქრისტეს 90.000 მიმდევარი მოკლეს. ქრისტიანობა კვლავ ყველაზე დევნილ რელიგიურ ჯგუფად რჩება“, აცხადებს ცნობილი იტალიელი ავტორი და სოციოლოგი მასიმო ინტროვინი.

ვატიკანის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ინტროვინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში უამრავ ქრისტიანს ეშინია საკუთარი რწმენის აღიარება, რადგან ისინი სწორედ თავიანთი მრწამსის გამო იდევნებიან. 2016 წელს 90 ათასამდე ქრისტიანი დაიღუპა, რაც, საშუალოდ, ყოველ 6 წუთში ერთი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია „ღია კარების“ (Open Doors) მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით, სტატისტიკა შემცირებულია 105 ათასიდან 90 ათასამდე, თუმცა ქრისტიანობა კვლავ რჩება ყველაზე დევნილ რელიგიურ დენომინაციად მსოფლიოში. ქრისტიანების 70% აფრიკაში ტომებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს შეეწირა, დანარჩენი 30% კი ტერაქტების, სამთავრობო დევნისა და ქრისტიანულ სოფლებში თავდასხმათა მსხვერპლი გახდა. ორგანიზაცია „ღია კარის“ ცნობით ამ წელს 7 ათასი ქრისტიანი მოკლეს საკუთარი რწმენის გამო, რაც წინა წელთან შედარებით 3000 შემთხვევით მეტია.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორ გაიზარდა ძალადობა აფრიკულ ქვეყნებში. ქრისტიანების დევნაში მნიშვნელოვანი როლს ისლამური ექსტრემიზმი ასრულებს. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ისეთი დაჯგუფებათა ტერორისტულმა საქმიანობამ, როგორებიცაა: ისლამური სახელმწიფო, ბოკო ჰარამი, ალ-შაბიბი და სხვები. ათასობით ქრისტიანი გახდა დევნათა და შევიწროებათა მსხვერპლი სწორედ რწმენის გამო და სამწუხაროდ, ეს ტენდენცი ყოველწლიურად იზრდება უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, 2017 წელსაც გაგრძელდება ქრისტიანთა დევნა“, განაცხადა ინტროვინმა.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...