1.5 მილიარდ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ბიბლია თავის მშობლიურ ენაზე

0 149

რამდენ ადამიანს არ აქვს ბიბლია თავის მშობლიურ ენაზე?

ინგლისურ ენაზე, მაგალითად, არსებობს ბიბლიის 120 სხვადასხვა თარგმანი, მაგრამ ყველასთვის ასე როდია.

სინამდვილე ის გახლავთ, რომ მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს (ხუთი ადამიანიდან ერთი) არ აქვს თავის ენაზე ბიბლიის წაკითხვის საშუალება.

ეს სერიოზულად აბრკოლებს სახარების გავრცელებას მსოფლიოში. სწორედ ამის გამოსასწორებლად შრომობს ორგანიზაცია „უიკლიფის ბიბლიის მთარგმნელები“.

როცა ბიბლია ითარგმნება ამა თუ იმ ენაზე, ღირსშესანიშნავი მოვლენები ხდება. ბიბლიასთან შეხვედრა რადიკალურად ცვლის ადამიანებისა და საზოგადოებათა ცხოვრებას.

უიკლიფის ბიბლიის მთარგმნელებს უამრავი შთამბეჭდავი ისტორია აქვთ. ერთი მათგანი მოხდა ერთ მუსლიმანურ სოფელში (რომელსაც არ ვასახელებთ უსაფრთხოების მიზნით). უიკლიფის მთარგმნელებს უნდოდათ შეემოწმებინათ, რამდენად სწორად თარგმნეს მათეს სახარება ადგილობრივ ენაზე. ზოგადად, ადგილობრივ საზოგადოებაში თარგმანის შემოწმება ბიბლიის თარგმნის პროცესის განუყოფელ და აუცილებელ ნაწილს შეადგენს, რადგან თარგმანი არა მხოლოდ თეოლოგიურად ზუსტი უნდა იყოს, არამედ მისი მნიშვნელობა სრულიად მკაფიო უნდა გახლდეთ ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისათვის. ძირითადად, ადგილობრივი ქრისტიანები ეხმარებიან მთარგმნელებს ამ საქმეში, მაგრამ ეს ყოველთვის როდია შესაძლებელი. ჩვენს შემთხვევაში, ამ სოფლის იმამმა, მუჰამედმა, გამოთქვა ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი.

მათეს სახარების კითხვის დროს იმამი დიდი გულისყურით ისმენდა და თავის აზრს გამოთქვამდა იესოს სიტყვებთან დაკავშირებით. ერთობლივი მუშაობის მესამე დღეს, იმამს ეტყობოდა, რომ რაღაც აწუხებდა და აფიქრებდა. ბიბლიის მთარგმნელებმა კითხვა შეწყვიტეს და იმამს ჰკითხეს, თუ რატომ აღარ უგდებდა ყურს. მან კი უპასუხა: „გისმენთ. უბრალოდ, ეს სიტყვები ძალიან დიდი ძალის მქონეა და მაიძლებს, დავფიქრდე ჩემს ცხოვრებაზე“.

მათეს სახარების და მოგვიანებით, იოანეს სახარების წაკითხვის შემდეგ იმამმა თქვა: „როცა ბიბლიის თარგმნას დაასრულებთ, ეს ქალაქი გაიგებს ჭეშმარიტებას და შეიცვლება. ეს იქნება ჩვენი რელიგიის სიკვდილი“.

აი, სწორედ ასეთ დიდი ძალა აქვს ღვთის სიტყვის თარგმნას თითეული ადამიანის მშობლიურ ენაზე და სწორედ ამიტომაც არის ბიბლიის თარგმნის უწყვეტი პროცესი აუცილებელია იმისათვის, რომ ყველას მისწვდეს სახარების უწყება მთელ მსოფლიოში.

გაიგეთ უფრო მეტი უიკლიფის ბიბლიის მთარგმნელების შესახებ ვებგვერდზე: wycliffe.org.uk

 

წყარო

თარგმანი: ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...