ჰანოვერში გენდერულად ნეიტრალური ენა დააკანონეს

0 138

მიმდინარე თვეში გერმანიაში, კერძოდ კი ჰანოვერში, საქალაქო სასამართლომ  „გენდერულად ნეიტრალური ენის შესახებ რეკომენდაციები“ მიიღო. 2001 წლიდან, ქალაქის ხელისუფლება ენაში გენდერული თანასწორობის ამსახველ საკითხს განიხილავს, რომელიც დღეიდან პრაქტიკაშიც განხორციელდება.

მთავარი წესები, რომლებიც ჩინოსნებმა და მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლებმა უნდა დაიცვან, მაგალითად, მრავლობით რიცხვში ამა თუ იმ ჯგუფის აღნიშვნა აღარ უნდა მოხდეს სქესობრივად განმასხვავებელი ნიშნით, მაგალითად არა „მოსწავლეები“, რომელიც გერმანულად მამრობითი სქესის აღმნიშვნელია, არამედ – „ის ვინც სწავლობს“.

„მრავალფეროვნებაშია ჩვენი ძალა. ქალაქის მასშტაბით, თუნდაც ადმინისტრაციულ დონეზე გენდერულად ნეიტრალური ენის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ჰანოვერის მერმა შტეფან შოშტოკმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს გენდერულ ნეიტრალიტეტზე საუბარი. 2015 წელს შვედური ენის ოფიციალურ ლექსიკონში ახალი, გენდერულად ნეიტრალური პირის აღმნიშვნელი ნაცვალსახელიც კი შემოიღეს.  2016-2017 წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აქტიურად მიმდინარეობდა გენდერულ-ნეიტრალური საპირფარეშოების შემოღება სკოლებში. 2017 წელს ახალი ზელანდიის ყველაზე ცნობილ დანიდინის სკოლაში გენდერულად ნეიტრალური ფორმები შემოიღეს. 2018 წელს ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური პირველი პასპორტი გასცეს. 2019 წლის 1 იანვრიდან ადამიანებს, რომლებიც ნიუ-იორკში დაიბადნენ და არიან იდენტიფიცირებული, როგორც ქალი ან კაცი, თავიანთ დაბადების მოწმობებში ექნებათ შესაძლებლობა, მიუთითონ მესამე სქესის კატეგორია — “X”.

რას ამბობს ბიბლია ადამიანის სქესზე? განსხვავებაზე მათ შორის? ბიბლიაში ცხადად ჩანს, რომ ღმერთმა მათ სხვადასხვა როლი განუსაზღვრა. დღევანდელი მცდელობა, წაიშალოს საზღვრები ამ როლებსა და განსხვავებას შორის, ეწინააღმდეგება უფლის სიტყვას და მის ნებას ადამიანის ცხოვრებაში.

დაბადება 1:27
შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

მარკოზის 10:6
მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

მათეს 19:4
ხოლო მან უთხრა პასუხად: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?”

 

ჩატვირთვა...