ჯაკარტა – მუსლიმები ითხოვენ გუბერნატორის გადადგომას ღვთის გმობის ბრალდებით

პარასკევს, ათასობით რადიკალი მუსლიმანი გამოვიდა ქუჩებში ინდონეზიის დედაქალ ჯაკარტაში. ისინი მოითხოვდნენ ქალაქის ქრისტიანი გუბერნატორის დაპატიმრებას ღვთის გმობის გამო.

პროტესტანტები ხმამაღალი შეძახილებით გამოდიოდნენ გუბერნატორ ბასუკი ჩახაია პურნამას წინააღმდეგ, რომელიც „აჰოკის“ სახელით არის ცნობილი.

პოლიციის განცხადებით, დაპატიმრებულია ბევრი აქტივისტი, მაგრამ აქციაზე გამოსულები აცხადებდნენ, რომ მათი ლიდერების დაკავება ვერ შეაჩერებს მათ და ისინი იბრძოლებენ ისლამის ღირსების დასაცავად, რადგან ამ ხალხის წინამძღოლობის უფლება კაფირს (ურწმუნოს) არ აქვს.

ინდონეზიის კანონი ღვთის გმობისათვის, მაქსიმუმ, ხუთწლიან სასჯელს ითვალისწინებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ აჰოკი, ეროვნებით ჩინელი გუბერნატორი, არჩევნებს ჩამოსცილდეს.

აჰოკმა გაიმარჯვა არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდა. მეორე ტურში კი მისი კონკურენტი იქნება ანიეს ბასვედენი, განათლების ყოფილი მინისტრი, რომელსაც კონსერვატიულ მუსლიმთა მხარდაჭერა აქვს.

აჰოკი ჯაკარტის გუბერნატორად დაინიშნა 2014 წლის ნოემბერში. ის ღვთის გმობაში 2016 წლის ნოემბერში დაადანაშაულეს, თითქოს, მან განაცხადა, რომ ყურანის მიხედვით მუსლიმებს მისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

გუბერნატორმა განმარტა, რომ მას ყურანის შეურაცხყოფა არც უფიქრია. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც აჰოკი ამბობს, რომ არავინ უნდა მოახდინოს ყურანის აიაებით მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისათვის, ბუნი იანიმ (ფეისბუკის მომხმარებელმა, უნივერსიტეტის ლექტორმა) გადააკეთა იმის საჩვენებლად, თითქოს გუბერნატორი ისლამის წმინდა წიგნის ერთ-ერთ აიას ეჭვქვეშ აყენებდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შემწყნარებელია, ქვეყანაში მაინც არსებობს რამდენიმე ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის (Human Rights Watch) ინფორმაციით, სწორედ ამ დაჯგუფებათა ზეგავლენით ათასზე მეტი ეკლესია დაიხურა ბოლო ათი წლის განმავლობაში.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...