ჯაკარტაში ღვთის გმობისთვის ბრალდებული ყოფილი გუბერნატორის გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)

ჯაკარტის ყოფილ გუბერნატორს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ღვთის გმობისთვის. ბასუკი ჩახაია პურნამას, მეტსახელად, აჰოკის მხარდამჭერები, სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ. ისინი ქრისტიანი გუბერნატორის გათავისუფლებას მოითხოვენ.

პურნამა ეთნიკური ჩინელი ქრისტიანია. აჰოკის სახელით ცნობილი პურნამა ჯაკარტის გუბერნატორი 2014 წელს გახდა. ის პირველი არამუსლიმანი გუბერნატორი და ამ თანამდებობაზე ეთნიკური უმცირესობის პირველი წარმომადგენელი გახლდათ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მისი გამონათქვამები მუსლიმანებმა მკრეხელობად შეაფასეს.

თარგმანი: ბაჩუკი დოდაშვილი

 


| Canlı casino siteleri |
Bahis sitesi

ჩატვირთვა...