წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი უნარშეზღუდულთათვის მიკროჩიპის ჩადგმის შესახებ

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისთვის მიკროჩიპის ჩადგმას, იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გახდეს მათი თვალთვალი.

კანონპროექტს მხარი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხზე სენატი გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ კი პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული, ისარგებლებს თუ არა ვეტოს უფლებით.

როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, ეს უსაფრთხოების კარგი საშუალებაა უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, თუმცა კონგრესის წევრთა მხოლოდ მცირე ნაწილი მიხვდა, თუ რა საფრთხესაც გულისხმობს იგი.

„მიუხედავად ინიციატივის კეთილი ზრახვებისა, ასეთი პროგრამები იწვევს ბიუროკრატიის ზრდას და ამერიკელი ხალხის თავისუფლების შეზღუდვას. არსებობს საფრთხე, რომ თუ ფედერალური მთავრობა ამის უფლებას მოიპოვებს, მომავალში მისი ძალაუფლება უფრო გაიზრდება და თუ არავინ იქნება ამ კანონის წინააღმდეგი, ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობაზე კონტროლის ზრდას“, – განაცხადა რესპუბლიკელთა წარმომადგენელმა, ლუი გომერტმა, კანონის საწინააღმდეგოდ.

წყარო: http://www.charismanews.com/

ჩატვირთვა...