ცნობილმა მომღერლებმა ბილი გრემს სიმღერა მიუძღვნეს

0 297

„მადლობა, ბილი გრემ” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ცნობილმა მომღერლებმა ბილი გრემს მიუძღვნეს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 თებერვალს ცნობილი მახარებელი, ბილი გრემი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავისი ცხოვრება ქრისტეს შესახებ ქადაგებას მიუძღვნა. ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ადამიანებს უფალ იესო ქრისტეს რწმენისკენ მოუწოდებდა.

თავისი ცხოვრების განმავლობაში მან უამრავ ადამიანზე მოახდინა გავლენა, ცნობილ თუ უცნობ ადამიანებზე და დღეს ზოგიერთი მათგანი სამადლობელ სიმღერას უძღვნის მის ხსოვნას.

სიმღერის მუსიკა და ტექსტი ეკუთვნით მსახიობსა და მომღერალ პეტ ბუნის, გრემის ჯილდოს მფლობელ როკ-ვარსკვლავ დევიდ პეკსა და ქანთრის ვარსკვლავ ბილი დინს. სიმღერას ასრულებს მრავალი მომღერალი, მათ შორის არიან: ბონო, ლინ რაიმსი, კენი როჯერსი, ტიმ მაკგროუი (Faith Hill), ბრედ პაიზლი, რება მაკენტაიერი, ჯგუფი Destiny’s Child, ჯგუფი dc Talk members, MxPx და მრავალი სხვა.

გთავაზობთ ამ სიმღერის ტექსტის სიტყვასიტყვით თარგმანს:

1918 წლის 7 ნოემბერს დაიბადა ის,
კაროლინაში მცხოვრები ფერმერისა და მისი მეუღლის ოჯახში.
ის იზრდებოდა მაღალი, ძროხებს წველიდა, სკოლაში დადიოდა.
ეძებდა თავისი ცხოვრების მიმართულებას.

ერთ კვირა დღეს ეკლესიაში წავიდა
და მქადაგებელს შეხვდა იქ.

კაცს, რომელსაც მორდექაი ჰემი ერქვა სახელად.
ახალგაზრდა ბილიმ
მოისმინა მოწოდება და მაშინვე მიუძღვნა ცხოვრება ღმერთს,
როცა მოისმინა საგალობელი
„როგორი ვარ“.

მისამღერი:
მან მოისმინა სიტყვა, მან მიიღო მოწოდება,
მან ყველას გვაუწყა ღვთის სიტყვა.
ის ისე კარგად საუბრობდა ამის შესახებ,

რომ ყველასთვის გასაგები იყო.

მთელ მსოფლიოში, აქ, სახლშიც,

ის ყველას გეუბნებოდა,

რომ მარტო არ ვართ.

ო, მადლობა, ბილი გრემ.

სოფლის პატარა ეკლესიებში,

ხალხი ყველა მხირდან მოდიოდა მის მოსასმენად.

მას წარმოდგენად არ ჰქონდა, როგორ გამოიყენებდა ღმერთი მას მომავალში,

სანამ ლონდონში უემბლის მინდოზე სულიწმიდა არ გამოვლინდა დიდებით.

მამაო, ის თაყვანს გცემს, ის ცდილობდა, რომ კარგად ემსახურა შენთვის.

ცდილობდა, ყველასთის ეთქვა შენ შესახებ

და თუმცა მთელი მსოფლიო იცნობს მას,

ის მაინც თავმდაბალი ადამიანია.

ის, ვინც გაიხსენებს შენს მადლს, გაიხსენოს ბილი გრემიც.

მადლობა, მამაო, შენი ძისათვის.

მადლობა აქ ძმისათვის

და იმ საქმისთვის, რაც მან გააკეთა.

ის არ ისურვებდა ამის მოსმენას,

ის ისეთ თავმდაბალი კაცია,

მაგრამ მთელ მსოფლიოში უნდა ითქვას,

მადლობა, ბილი გრემ.

წყარო

 

ჩატვირთვა...