ჩრდილოეთ კორეაში შობის ნაცვლად დიქტატორის ბებიის დაბადების დღეს აღნიშნავენ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში შობის ნაცვლად თავისი ბებიის დაბადების დღის აღნიშვნის განკარგულება გასცა, რომელიც 1919 წელს შობის წინა დღეს დაიბადა. ჩენ სუკი იაპონიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი და კომუნისტი აქტივისტი იყო, რომელიც, მოგვიანებით, ჩრდილოეთ კორეის პირველ დიქტატორზე, კიმ ირ სენზე დაქორწინდა.

ჩენ სუკი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში „რევოლუციის წმინდა დედად“ მოიხსენიებენ, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 1949 წელს მოსახლეობას მისი საფლავი აჩვენეს და განაცხადეს, რომ ის მოკვდა. მას შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ბევრი მცხოოვრები კიმ ჩენ ინის ბებიის საფლავზე ყოველწლიურად დადის.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა შობისადმი სიძულვილი 2014 წელსაც გამოამჟღავნა, როდესაც გაიგო, რომ სამხრეთ კორეა საზღვართან გრანდიოზული ნაძვის ხის აღმართვას აპირებდა. ამის გამო ის სამხრეთ კორეას ომითაც კი დაემუქრა.

შობის აღნიშვნა ჩრდილოეთ კორეაში 1950 წლიდან იკრძალება, მაგრამ ზოგიერთი ქრისტიანი საშობაოდ ნაძვის ხის მორთვას კვლავ აგრძელებდა, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ რელიგიურ შეხედულებათა გამო მოქალაქეები დააპატიმრა, ქვეყანაში ნაძვის ხეს აღარ რთავენ.

მიუხედავად ჩენის აკრძალვისა, ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანის ზოგიერთ მაღაზიაში ნაძვის ხეები მაინც დადგეს, თუმცა არ მოურთავთ. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის უსასტიკეს ციხეებში 70 ათასამდე ქრისტიანი იხდის სასჯელს.

წყარო: http://www.christianheadlines.com/

ჩატვირთვა...