ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ხუცესი გათავისუფლებას ითხოვს

კანადელი ხუცესის ეკლესიის წევრები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მთავრობას მიმართონ ჩრდილოეთ კორეიდან მისი გათავისუფლების თხოვნით.

ChristianToday.com-ის თანახმად ჰეიომ სო ლიმი არის კორეელი წარმოშობის კანადელი, რომელიც ხშირად ჩადის ჩრდილოეთ კორეაში სამახარობლო და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის.

ის 2014 წელს დააკავეს ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს. მას ბრალი ედება „უმაღლესი ლიდერის ღირსების შეურაცხყოფასა და ჩრდილოეთ კორეის განადგურების მცდელობაში რელიიგის გამოყენების მეშვეობით; ასევე ჩრდილოეთ კორეელებისთვის ქვეყნიდან გაქცევის ხელშეწყობაში, რისთვისაც სამუდამო სასჯელის სახით მძიმე სამუშაოთა შესრულება დაეკისრა.

ხუცესმა თავი დამნაშავედ სცნო, თუმცა, სავარაუდოდ, ის აიძულეს, რომ აღიარებითი ჩვენება მიეცა.

ეკლესიის წევრების განცხადებით, მთავრობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ირანში დატყვევებული კანადელების გათავისუფლებაში და ამ შემთხვევაშიც საჭიროა მსგავსი ყურადღების გამოჩენა, რათა მიზანი დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით იქნას მიღწეული.

ლიმის ოჯახს, ისევე როგორც ეკლესიის წევრებს, იანვრის შემდეგ არაფერი სმენიათ საკუთარი ხუცესისგან და ფიქრობენ, რომ მისი ჯანმრთელობა არ არის კარგ მდგომარეობაში.

ჩატვირთვა...