ჩრდილოეთ კაროლინა: ბოროტმოქმედებმა მოიტაცეს ხუცესის 76 წლის მეუღლე და შემდეგ ცოცხლად დაწვეს იგი

0 366

9 მარტს ბოროტმოქმედებმა მოიტაცეს ხუცესის 76 წლის მეუღლე და შემდეგ ცოცხლად დაწვეს იგი. ხელისუფალთა განცხადებით, დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ.

ინტერნეტ გამოცემა WRAL-ის ცნობით, ორი ნიღბიანი თავდამსხმელი შევიდა სენფორდის ბაპტისტური ეკლესიის (Sanford Memorial Baptist Church) ხუცესის, ჯონ ალფორდისა და მისი მეუღლის ნენსის სახლში. ნენსი საკვირაო სკოლის მასწავლებელი იყო. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა მოიტაცა იგი და აიძულა ათს დოლარზე მეტი გამოეტანა ბანკომატიდან. მეორე თავმდამსხმელი ძალით აკავებდა სახლში ხუცესს.
ნენსი ალფორდი შემდეგ ისევ შინ წაიყვანა თავდამსხმელმა. მისი ქმარი სცემეს, მოხუცი ცოლ-ქმარი ერთად დააბეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს. თავად კი მანქანა გაიტაცეს და მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან. ხუცესმა მოახერხა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოღწევა. შემდეგ სცადა ისევ შიგნით შესულიყო და მეუღლე გადაერჩინა, თუმცა ვეღარ მოახერხა.

ამ ტრაგედიამ ეკლესიის წევრებს თავზარი დასცა. „ისინი ყოველთის მზად იყვნენ იმისათვის, რომ ემსახურათ ადამიანებისთვის და ყველაფერი გაეღოთ, რაც ჰქონდათ“, თქვა ეკლესიის დიაკვანმა, ბაკ გიტმანმა. „რა საჭირო იყო ასეთი ამაზრზენი დანაშაულია ჩადენა? ხუცესი და მისი მეუღლე ნებაყოფლობითაც მისცემდნენ თავიანთი მანქანის გასაღებს“.

ეკლესიის წევრებმა განაცხადეს, რომ ლოცულობენ ხუცესისათვის. ასევე ლოცულობენ დამნაშავეებისთვისაც.
ჯონ ალფორდს მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო

ჩატვირთვა...