ჩინელმა ხელისუფლებმა დააპატიმრეს ორი „იატაკქვეშა“ კათოლიკე მღვდელი

dv1395055არსებული წესების თანახმად, რელიგიური საქმიანობა, რომელიც სცილდება სამთავრობო კონტროლს, გახლავთ უკანონო. პეკინი. ჩინეთის პოლიციამ დააკავა „იატაკქვეშა“ ეკლესიის ორი მღვდელი. AsiaNews-ის მიხედვით შაოიუნ ციუანი და იიანიუნ ცაო დააკავეს ქალაქ მუდანჯიანგში, 22 მარტს, დილით, მესის შემდეგ და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 41 წლის ციუანი და 43 წლის ცაო მსახურობდნენ ეკლესიაში, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ იყო აღიარებული და არ გახლდათ რეგისტრირებული რელიგიურ თემთა საქმეთა სამინისტროში. არსებული კანონების თანახმად, რელიგიური საქმიანობა, რომელიც სცილდება სამთავრობო კონტროლს, გახლავთ უკანონო. ყველას, ვისაც ამასთან რაიმე კავშირი აქვს, შეიძლება დაპატიმრებულ იქნას „დანაშაულებრივი“ საქმიანობისთვის. ადგილობრივი კათოლიკეები გაოგნებულნი არიან საკუთარ მღვდელმსახურთა დაკავებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი „იატაკქვეშა“ ეკლესიის მღვდლები არიან, მათი საქმიანობა ცნობილი იყო პოლიციისათვის და მათ არც ერთი კანონდარღვევა არ ჰქონიათ. უკანასკნელ ხანს დამკვირვებლები და საერთაშორისო პრესა იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ ჩინეთი მალე დაიწყებს მოლაპარაკებას რომის წმინდა ტახტთან დაახლოების მიზნით, თუმცაღა ჩინელ ხელისუფალთა ბოლო განცხადებანი იმის დამადასტურებელია, რომ უნდა გაგრძელდეს ეპისკოპოსთა არჩევა და დანიშვნა პაპის მანდატის გარეშე.

 

 

ჩატვირთვა...