ჩინელი მორწმუნეები აპროტესტებენ მთავრობის მიერ ეკლესიებში სათვალთვალო კამერების დაყენებას

ჩინელი ქრისტიანი მორწმუნები, რომლებიც წინ აღუდგნენ ზეიანგის პროვინციის ეკლესიებში კომუნისტური პარტიის მიერ კამერების დაყენების პროცესს, სხვადასხვა დაზიანებათა გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს.

South China Morning Postის განცხადებით მთავრობამ „უსაფრთხოებისა და ანტი-ტერორისტული“ მიზნით ეკლესიაში სათვალთვალო კამერების დაყენება ბრძანა.

ქალაქ ვენჩჟოუს მორწმუნეები, რომელთა რაოდენობა თითქმის 1 მილიონია, ფიქრობენ, რომ აღნიშნული ქმედება კომუნისტური პარტიის მიერ ქრისტიანობის დევნის კიდევ ერთი ფორმაა, როგორც ეკლესიების სახურავებიდან ჯვრებს ხსნის.

„მთავრობის წარმომადგენლები ეკლესიაში მოვიდნენ და კამერები დააყენეს. ზოგიერთი ხუცესი და მორწმუნე, რომლებმაც პროტესტი განაცხადეს, ეკლესიიდან ძალით გაიყვანეს. ზოგიერთი მათგანს საავადმყოფოში  გადაყვანაც კი დასჭირდა“, თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქრისტიანმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეკლესიაში მდგარი მისაღები მაგიდაც  გაანადგურეს და შენობის კიდევ სხვა ნაწილები, მათ შორის ეკლესიაში შემოსასვლელი ჭიშკარიც.

ეკლესიამ განაცხადა, რომ მთავრობის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ამგვარი ქმედების გამართლება შეუძლებელია. ეკლესიის ნებართვის გარეშე სათვალთვალო კამერების დაყენება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს.

წყარო

ჩატვირთვა...