ჩინეთში ხუცესი დააპატიმრეს სიმღერისთვის „იესოს უყვარხარ შენ“

ჩინეთში კვლავ გრძელდება ქრისტიანების დევნა მათი რწმენის დემონსტრაციის გამო. გასულ კვირას ტაივანელი ხუცესი სიუ რუნჯანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სხვა ქრისტიანებთან ერთად მღეროდა ქრისტიანულ სიმღერას „იესოს უყვარხარ შენ“.

შემთხვევა  ჰენანის პროვინციაში, ჯენჯოუში მოხდა. ამ პროვინციის მაღალჩინოსნების განცხადებით, სიმღერა  „იესოს უყვარხარ შენ“, შედის „უკანონო რელიგიურ საქმიანობათა“ სიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ხუცესი იმავე დღეს გაათავისუფლეს, ორი დღის განმავლობაში მისთვის არ დაუბრუნებიათ დოკუმენტები და მგზავრობის ნებართვა. ასევე, არავის განუმარტავს, თუ რატომ იყო სიმღერა „იესოს უყვარხარ შენ“ უკანონო.

მსგავსი შემთხვევები სულ უფრო ხშირდება ჩინეთში. ბევრი ქრისტიანი დაპატიმრებულია. თებერვალში ხუთ ქრისტიანს მიესაჯა სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა. მათდამი ბრალდება კი „აკრძალული ქრისტიანული წიგნების“ შეძენა და მათი გაყიდვა გახლდათ.

დევნილ ქრისტიანთა უფლებათა დამცველი რამდენიმე ორგანიზაცია იტყობინება, რომ ჩინეთში ქრისტიანებს მთავრობის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სდევნიდა ქრისტიანებსა და ქრისტიანულ ეკლესიებს. აპატიმრებენ მრავალ ადამიანის უფლებათა დამცველსა და ხუცესს, ბევრი მათგანი კი პატიმრობაში იღუპება კიდეც.

 

წყარო

ჩატვირთვა...