შოტლანდიის მასწავლებელთა გაერთიანება ითხოვს სავალდებულო ლგბტ საზოგადოების შესახებ განათლებას ბავშვებისთვის

შოტლანდიის მასწავლებელთა უდიდესმა გაერთიანებამ ხმა მისცა იდეას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებისთვის ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ოჯახებისა და ლგბტ საზოგადოების ისტორიის სწავლებას.

პერთში, ყოველწლიური საერთო შეხვედრისას, შოტლანდიის განათლების ინსტიტუტმა (EIS) გადაწყვიტა, რომ მხარი დაუჭიროს კამპანიას სახელწოდებით „ინკლუზიური განათლების დრო“ (TIE). კამპანიის მიზანია, მთელი რიგი სადაო საკითხების, მათ შორის ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსსექსუალიზმის, სავალდებულო სწავლებისკენ მოწოდება.

კამპანიის სავალდებულო სწავლების მოთხოვნები მოიცავს:

1. ჰომოფობიას, ბიჰობიასა და ტრანსფობიას.

2. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობებს.

3. თანაბარ უფლებათა მოძრაობას, სტოუნვოლისა და გეების გათავისუფლების მოძრაობას.

4. სექსუალურობასა და სექსუალურ ორიენტაციას.

5. ტრანსსექსუალიზმსა და გენდერულ იდენტობას

6. პრო-ლგბტ სექსუალური ჯანმრთელობის განათლებას.

შოტლანდიის პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ხსენებულ კამპანიას. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ შოტლანდიის მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი კამპანიის მიზნების განსახილველად და ჯგუფებისგან რეკომენდაციების მისაღებად.

დოქტორი დევიდ რობერტსონი, დამფუძნებელი საქველმოქმედო ორგანიზაციისა Solas Centre for Public Christianity, ამ კამპანიას ტროას ცხენს უწოდებს, რომელიც იდეოლოგიურ შეხედულებებს ახვევს თავს მოწაფეებს. წელს განიხილავენ გეგმას მცირეწლოვანი მოსწავლეებისათვის „სხვადასხვა სახის ურთიერთობათა“ სწავლების შესახებ. მინისტრებმა განაცხადეს, რომ მშობლებს არ ექნებათ თავიანთი შვილების კლასიდან გაყვანის უფლება.

წყარო

http://ewinghouses.com/

ჩატვირთვა...