შობა ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში შობას ბევრი ქრისტიანული ოჯახი ვერ შეხვდა სიხარულით. ბევრ ოჯახში არ გახსნეს საშობაო საჩუქრები და არ მორთეს ნაძვის ხეები. ბევრგან არ უმღერიათ საშობაო სიმღერები და არ გაუსვრიათ ფეირვერკები.

ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანები ჯერ კიდევ გლოვობენ კაიროს წმ. მარკოზის კათედრალში, მუსლიმთა თავდასხმის შედეგად დაღუპულ ოცდახუთ ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა, ქალები და ბავშვები არიან. როგორც ჩანს, ალ-ქაიდას, ისლამური სახელმწიფოს და მუსლიმთა საძმოს წევრებს ძალიან მოსწონთ ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტა დღესასწაულებისას.

ერაყში, ბევრი ქრისტიანი, იეზიდი და მუსლიმანი ჯერ კიდევ ვერ ბრუნდება ისლამური სახელმწიფოსგან განთავისუფლებულ სოფლებში, რომლებიც ტერორისტებმა 2016 წლის შემოდგომით იგდეს ხელთ მოსულზე განხორციელებული შეტევისას. ათასობით ქრისტიანი კარვებში შეხვდა შობის დღესასწაულს მაშინ, როცა ტემპერატურა ნულს ქვემოთაა და მათ სიცივესთან ბრძოლა უწევთ.

და ბოლოს, ალეპო. სულ მცირე, ათი ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს სირიის სამთავრობო ჯარებმა ქვეყნის უდიდესი ქალაქიდან გასული კვირის განმავლობაში. ევაკუაცია დროებით შეფერხდა, თუმცა ისევ განახლდა. ამ ადამიანთა უმეტესობაც კარვებში შეხვდა შობას სამშობლოდან შორს, თურქეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში.

ომმა ეს დიდებული ისტორიული ქალაქი ნანგრევებად აქცია. ათასობით ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა და დაზარალდა.

წყარო: http://www.breakingchristiannews.com/

ჩატვირთვა...