შვიდი კოპტი ქრისტიანი დაიჭრა ეგვიპტეში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად

Egypt-church-bomb-attack-007კაირო. სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიჭრა კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად ეგვიპტის პროვინცია მინიაში 27 მარტის საღამოს. შენდება ISIS-ის მიერ თავმოკვეთილი 20 ქრისტიანის კოპტის სახელობის ეკლესია, იტყობინება ibtimes.com.

სოფელ ალ-ურის კოპტი მცხოვრებლებმა მიიღეს ეკლესიის აგების ნებართვა ისლამისტების მიერ ლიბიაში მათ თანამორწმუნეთა სიკვდილით დასჯის შემდეგ, რაც გახდა პროვინციაში მომხდარი მორიგი რელიგიათშორისი შეტაკების მიზეზი.

ალ-ურის ზოგიერთმა მუსულმანმა მცხოვრებმა პროტესტი გამოთქვა სოფლის გამოსასვლელში ეკლესიის მშენებლობის გამო. პროტესტის მომდევნო გამოხატულება შუადღის ლოცვის შემდეგ მომხდარი შეხლა-შემოხლა გახდა. ათეულობით ახალაგაზრდა მუსულმანი ეკლესიასთან შეიკრიბა. გარკვეული დროის შემდგომ ბრბო დაიშალა, მაგრამ ადამიანთა მცირე ჯგუფი დაბრუნდა ეკლესიასთან და ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინა მას.

მინიაში მუსულმან და ქრისტიან თემთა შორის დაპირისპირება გამწვავდა 2013 წლიდან, პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ჩამოგდების შემდეგ. 2013 წლის აგვისტოში „ძმა-მუსულმანთა“ მთავრობის დამხობის შემდეგ, სულ მცირე, 42 ეკლესიაზე მოხდა თავდასხმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სულ მცირე, 3 კოპტი და 1 მუსულმანი მოკლეს მინიაში Human Rights Watch-ის ინფორმაციით.

ჩატვირთვა...