„შეუძლებელი“ – ახალი ქრისტიანული ფილმი ნამდვილ ამბავზე

კინოკომპანია 20th Century Fox  ჯოის სმიტის წიგნის „შეუძლებელის“ (The Impossible) ეკრანიზაციაზე მუშაობს. წიგნი, ისევე, როგორც ფილმი, მოგვითხროს რწმენისა და ლოცვის ძალის შესახებ.

ამჟამად ლიტერატურულ ნაწარმოებს დასაბეჭდად ამზადებენ. წიგნში ქალბატონი სმიტი მოგვითხრობს თავის ნამდვილ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ლოცვა შვილისათვის სიცოცხლის დაბრუნებაში. 2015 წლის დასაწყისში 14 წლის ჯონ სმიტი ჩავარდა ყინულის ქვეშ სენტ-ლუიზის ტბაში. მოზარდმა ცივ წყალში 15 წუთი გაატარა, რის შემდეგაც უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ექიმები ცდილობდნენ ჯონის გულის ამუშავებას, მაგრამ მათი ყველა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

რეანიმაციული ბრიგადის ხელმძღვანელი უკვე  გარდაცვალების დროის გამოცხადებას აპირებდა, როდესაც პალატაში ბიჭუნას დედა შევიდა. სასოწარკვეთილებაში მყოფმა ჯოისმა ღმერთს მიმართა და რამდენიმე წამში ჯონს გული აუმუშავდა. ექიმების თქმით, ისინი ნამდვილი სასწაულის მომსწრენი გახდნენ, რადგან, საბოლოოდ, მოზარდს თავის ტვინის არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა.

ჯონ სმიტის სასწაულებრივად გადარჩენის შესახებ ამბავი აშშ-ის ყველა წამყვან საინფორმაციო სააგენტოში მოხვდა, რის შემდეგაც დედამისმა გადაწყვიტა იმ დღის მოვლენების აღწერა და წიგნად გამოცემა. გამოცემის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი გაიმართა, რომელზეც გამარჯვება გამომცემლობა Hachette Books-მა მოიპოვა. ჯოის სმიტის წიგნის გასაყიდად გამოსვლას უკვე წელს ელოდებიან.

„შეუძლებელის“ პროდიუსერი დევონ ფრანკლინი იქნება და ფილმი ეკრანებზე 2019 წლის აღდგომისთვის გამოვა. დევონ ფრანკლინს უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი ჟანრის ფილმებში. ის მონაწილეობდა ქრისტიანული დრამის „სასწაული ზეციდან“ (“Miracles from Heaven”) შექმნაში, რომელმაც 13 მილიონიანი ბიუჯეტით 73 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა თავის შემქმნელებს.

Breakthrough | Official Trailer

Based on an impossible true story, Breakthrough is an enthralling reminder that faith and love can create a mountain of hope … and sometimes even a miracle. Check out the brand-new trailer and make plans to see Breakthrough Easter 2019!

Posted by The Christian Post on 2018 m. gruodžio 5 d., trečiadienis

 

წყარო

ჩატვირთვა...