შეუერთდით დევნილ ქრისტიანთათვის ლოცვას (Video)

– ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვდგავართ გამოწვევის წინაშე: ვისი გვწამს, თუ ზოგჯერ შედეგს ვერ ვხედავთ?.. ეს რთულია, რადგან ბევრი ჩვენგანი მორწმუნეა 20-30 წლის ასაკის შემდეგ და ამ წლების განმავლობაში ძალიან მცირედ ით წავიწიეთ წინ, რადგან მრავალი მუსლიმი ადამიანის გული ჯერ კიდევ დახურულია ქრისტესთვის .

– გთხოვთ, რომ ილოცოთ მათი სულების ხსნისათვის, ილოცოთ, რომ მიიღონ იესო ქრისტე პირად მხსნელად.

– იმის გამო, რომ მხარდაჭერა მოდის მსოფლიოს დასავლეთ ნაწილიდან, ჩვენი მთავრობა მოითხოვს ქრთამებს, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვენ ყოველთვის გამოგვიჩნდება მხარდამჭერი. ილოცეთ გამძლეობისათვის, რათა შევძლოთ წინ აღვუდგეთ მათ; გამოვიჩინოთ თავაზიანობა, მაგრამ ამავდროულად, მოვითხოვოთ საკუთარი უფლებების დაცვა.

– ჩვენ ვღებულობთ ტანჯვას. ჩვენ არ ვეძიებთ მას, მაგრამ გვესმის, რომ ტანჯვა ქრისტიანის ცხოვრებაში ჩვეული მოვლენაა. ეს არის ის, რისკენაც უფალმა მოგვიწოდა. პავლეს სწერს ტიმოთეს: „მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, არამედ იტანჯე სახარებისათვის ღვთის ძალით“. ილოცეთ, რომ ცენტრალურ აზიაში მცხოვრებ ქრისტიანებს ბიბლიური თვალთახედვა ჰქონდეთ ტანჯვასთან დაკავშირებით. ტანჯვა არის ის, რაც უფალმა განაწესა, რათა ამ ტანჯვის მეშვეობით მივემსგავსოთ ქრისტეს და უფრო მეტად განწმენდილ დამოწმებად ვიქცეთ.

– გთხოვთ ილოცოთ იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენს რწმენაში მტკიცედ დგომა და მზერა არ მოვაშოროთ იესოს, რომელიც არის ჩვენი რწმენის წყარო და დასასრული.

შეუერთდით ლოცვებს დევნილ ქრისტიანთათვის

ჩატვირთვა...