შაპეკოენსეს ფეხბურთელი, რომელიც ავიაკასტროფას გადაურჩა, ბიბლიას კითხულობდა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე

ფეხბურთელი, რომელიც კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა, ბიბლიას კითხულობდა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე. ბიბლია, რომელიც შაპეკოენსეს საფეხბურთო გუნდის ცენტრალურ მცველს, ელიო ნიეტოს, ეკუთვნის, მომხდარის ადგილზე იპოვეს და ფეხბურთელის მეუღლეს გადასცეს.

მისმა მეუღლემ თქვა, რომ ნიეტო, რომელიც ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძვის, ღრმად მორწმუნეა და წმინდა წერილი ყველგან თან დააქვს.

სანიშნე 62-ე ფსალმუნზე იდო (ინგლისურ თარგმანში – 63-ე ფსალმუნი), სადაც შემდეგი სიტყვები წერია: „როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, და მთელ ღამეებს ვფიქრობ შენზე; რადგან შენ იყავ დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ ლხენით გიმღერი. შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენი მარჯვენაა ჩემი საყრდენი.“

მისი მეუღლე ამბობს, რომ გაფრენის დღეს, ნიეტომ მას უთხრა, რომ სიზმარში თვითმფრინავის ჩამოვარდნა ნახა.

ნიეტოს მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რადგან მას ფილტვების სერიოზული ინფექცია აქვს. ფეხბურთელს ოპერაციები ჩაუტარდა ფილტვებზე, თავის ქალაზე, მუხლებსა და მაჯებზე. ოჯახი იმედოვნებს, რომ ის გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი გადარჩა. გადარჩენილთა შორის 3 ფეხბურთელი, 1 ჟურნალისტი და ეკიპაჟის 2 წევრია.

წყარო: http://www.dailymail.co.uk/

ჩატვირთვა...