ყაზახეთში სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სარეაბილიტაციო ცენტრის ოთხ თანამშრომელს

2017 წლის 25 იანვარს, აღმოსავლეთ ყაზახეთს ოლქის სისხლის სამართლის რაიონთაშორისმა სპეციალიზებულმა  სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქრისტიანული სარეაბილიტაციო ცენტრის „ნაბიჯი სიცოცხლისკენ“ ოთხ  მსახურს.

მსახურები დაადანაშაულეს დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებასა და თავიანთი მზრუნველობის ქვეშ მყოფთათავის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ვადიმ პოლომოშნოვს, მიუსაჯეს 10 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში, ხოლო ალექსეი ტაბაკაევს, ალექსანდრე ვიკულინს და დიმიტრი ჩაბანოვს  7,  6  და 5 წლის ვადით. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

ბრალდებულთა ყველა ნათესავი და თითქმის ყველა მზრუნველობის ქვეშ მყოფი თავიდანვე დარწმუნებულნი იყვნენ მათ უდანაშაულობაში და გაუკვირდათ კიდეც, როდესაც გაიგეს, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო პროცესზე, სათათბირო ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, მოსამართლემ ძალიან მოკლე სიტყვა წარმოთქვა და ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

სარეაბილიტაციო ცენტრის მსახურები აღმოსავლეთ ყაზახეთის პოლიციამ დააკავა 2016 წლის 4 ივნისს. მათ ბრალი წაუყენეს სარეაბილიტაციო ცენტრის 3 პაციენტის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რის შესახებაც მათ განცხადება დაწერეს პოლიციაში. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ პაციენტებს (რომელთა რაოდებონა რამდენიმე ათეული გახლდათ) არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ სარეაბილიტაციო ცენტრსა და მის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც მიიღეს გადაწყვეტილება მათი დაკავების შესახებ.

წყარო: http://www.invictory.com/

ჩატვირთვა...