„ღმერთის ხმამ“ მისურიში შეიარაღებული თავდასხმის დროს პოლიციის ოფიცრის სიცოცხლე იხსნა

st-louis-missouri-policeპოლიციის ოფიცერი, სენტ-ლუისიდან, მისურის შტატიდან, ადიდებს ღმერთს და ჰმადლობს მას მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მას შემდეგ, რაც მას მანქანაში ესროლეს შეიარაღებულმა პირებმა 14 ივლისს.

USA Today-სთან ინტერვიუში 39 წლის პოლიციის სერჟანტი, რომელიც მალავს თავის სახელს ოჯახის დაცვის მიზნით, ამბობს, რომ იმ დღეს პატრულირებდა Central West End-ში.

„სენტ-ლუისში ივლისის ცხელი ღამე იყო, როგორც სხვა ღამეები, წინათ რომ ვმუშაობდი“, – თქვა მან; ამიტომ გადაწყვიტა გაეხადა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი.

ოფიცერი ამბობს, რომ ორი საათის განმავლობაში ასრულებდა სამუშაოს გასართობ კვარტალზე, ამოწმებდა კარებებს, როდესაც შენიშნა უსაქმურთა ბრბო, დაახლოებით, დილის 04:30 საათზე.

„ისინი მხოლოდ მოსეირნობდნენ. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, მაგრამ თმა ყალყზე დამიდგა“, – ამბობს ის. „მაშინ ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ჟილეტი ამეღო ხელში. მე ვიცი, ეს ღმერთი იყო“.

მან უყოყმანოდ ჩაიცვა ჟილეტი და მოხარული იყო, რადგან ამ წამიერმა გადაწყვეტილებამ იხსნა მისი სიცოცხლე. შეიარაღებულები მიუახლოვდნენ მას და ცეცხლი გაუხსნეს.

„გავაცნობიერე, რომ მესროლეს“, – თქვა მან. შემდეგ დაიწყო ლოცვა, რომ ცოცხალი დარჩენილიყო თავისი პატარა ბიჭუნასა და ცოლის გამო. „ჩემს ლოცვაზე მიპასუხა ღმერთმა“. მან თქვა, რომ ჟილეტის გამო ტყვიებმა ნეკნებამდე ვერ მიაღწია.

ექიმებმა მას სამუშაოზე დაბრუნების ნება მისცეს. მიუხედავად ამისა, ჯერაც კონსულტაციებს გადის, მაგრამ იმედოვნებს, რომ სექტემბრიდან კვლავ დაუბრუნდება სამუშაოს.

პოლიციის ოფიცერი ასევე ამბობს, რომ მადლიერია მომხდარის გამო, ვინაიდან ამ შემთხვევის შემდეგ დამნაშავეებმა ვეღარ შეძლეს სხვა დანაშაულის ჩადენა.

კომპანიამ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა მისი მანქანა, რომელსაც 14-ჯერ ესროლეს შეტევის ღამეს.

„ვიცი, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მე ვიდექი ამ ადგილას და ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოხარული ვარ, რომ მე ვიყავი იქ მათ შესაჩერებლად და დავაკავე ისინი მანამ, სანამ სხვებსაც დააშავებდნენ“, – განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.

წყარო: http://www.christiantoday.com/…/voice.of.god.save…/60949.htm

 

ჩატვირთვა...