ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღეს ღამით შობას ზეიმობს

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღეს ღამით შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ათასობით მორწმუნე დღესასწაულს მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში შეხვდება. საზეიმო მესა, ტრადიციულად, ბეთლემის შობის ტაძარში ჩატარდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თითქმის დასრულებულია საშობაო მზადება. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დაახლოებით, 120 000 ტურისტი იზეიმებს შობას ბეთლემში. მოეწყობა ტრადიციული მსვლელობა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, სადაც იესო დაიბადა. პიერბატისტა პიზაბალა, რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი წმინდა მიწაზე უხელმძღვანელებს მესას, რომელიც ბეთლემში, ადგილობრივი დროით, 23 საათზე დაიწყება.

იერუსალიმის წლევანდელი საშობაო დევიზია „წყალობა“. შობამდე ერთი კვირით ადრე, პიზაბალას მიერ გავრცელებულ საშობაო მიმართვაში ნათქვამია: „ჩვენი ყურადღება უნდა მივაპყროთ სირიას, ეგვიპტეს, ერაყს და ყველა იმ ქვეყანას, რომელთა ტრაგედიის აღსაწერად სიტყვები საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე და უსამართლობა“.

ადგილობრივი არაბი ორთოდოქსი ქრისტიანები შობას 7 იანვარს იზეიმებენ, მსოფლიოს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი კი მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

წყარო: http://www.news.com.au/

ჩატვირთვა...