ქრისტიანობაზე მოქცევის გამო ბანგლადეშში მუსლიმებმა ცოლ-ქმარი სცემეს

1Christianattacksდაკა. გაიბანდხას რაიონის სოფელ გობინდაგოჯში, ადგილობრივი მუსლიმები თავს დაესხნენ ცოლ-ქმარს ისლამის დატოვებისათვის, იტყობინება Bosnewslife „ბარნაბას ფონდზე“ დაყრდნობით, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენს მუსულმანურ ქვეყნებში ქრისტიანთა მხარდაჭერა.

მუსლიმთა ბრბო თავს დაესხა ოჯახს, როცა ის ნათლობის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში. ადგილობრივებმა სცემეს კაცი, ხოლო იმამი სახეში ურტყამდა მის ცოლს ბავშვების თვალწინ.თავდამსხმელებმა დაამტვრიეს ახალმოქცეულ ქრისტიანთა სახლის ღობე და სოფლიდან განდევნით დაემუქრნენ ისლამის დატოვების გამო.

ადგილობრივმა პასტორმა პაულმა, რომელმაც ჩაატარა ნათლობა, მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა, მაგრამ ისიც ძალადობის მსხვერპლი გახდა და საბოლოოდ, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.
ბანგლადეშის ქრისტიანები იძულებულნი არიან იცხოვრონ მუსლიმთა გამუდმებული ზეწოლის ქვეშ. ქვეყანაში 166 მლნ მოსახლეა და მათგან 90%-ზე მეტი მუსლიმია.

ჩატვირთვა...