ქრისტიანობაზე ახალმოქცეული ორასი ადამიანი ინათლება ირანში

ორასი ირანელი და ავღანელი ისლამიდან ქრისტიანულ რწმენაზე მოექცა ცოტა ხნის წინ. ისინი მოინათლნენ კიდეც ახალი რწმენის მიხედვით.

საინფორმაციო პორტალის ChristianToday.com-ს მიხედვით, ახალმოქცეულები ამოწმებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა უფალმა იესო ქრისტემ მათი ცხოვრება.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი წარსულისგან გათავისუფლებას შევძლებდი, მაგრამ უფალმა იესომ გამათავისუფლა“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

დევნის მიუხედავად, ქრისტიანობა მაინც ვრცელდება ირანში. ელამის მსახურების (Elam Ministries) წარმომადგენელი მარკ ჰოვარდი, რომელმაც ამ ადამიანების ნათლობის შესახებ შეატყობინა საინფორმაციო პორტალს, ამბობს: „ოცი წლის წინ ყველა ფიქრობდა, რომ ირანში 2000-5000 მორწმუნე იყო. დღეს კი მათი რიცხვი, დაახლოებით, 300 ათასიდან 400 ათასამდე აღწევს“.

„ევროპაში სპარსულენოვან ლტოლვილთათვის სახარების ქადაგების და ირანში ეკლესიების დაარსების წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა გვაქვს. ადამიანები ძალიან გახსნილნი არიან ამისათვის ახლა“, – ამბობს ჰოვარდი.

„ყოველდღე მრავალი ადამიანი მოდის უფალთან. შიმშილით სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს პურსა და წყალს თუ მიაწვდით, მას მოუნდება, რომ ეს საკვები სხვასაც გაუზიაროს. აი, სწორედ ამას პოულობენ ისინი უფალში. მათ უზომოდ შიათ და სწყურიათ ჭეშმარიტება და როდესაც ღებულობენ ამ ჭეშმარიტებას, უჩნდებათ სურვილი, რომ სხვებსაც გაუნაწილონ იგი“, დასძინა ჰოვარდმა.

ღია კარების 2016 წლის მსოფლიო მონიტორინგის ჩამონათვალში (Open Doors 2016 World Watch List) ირანი მეცხრე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ძლიერია ქრისტიანთა დევნა.

წყარო: www.christianheadlines.com

ჩატვირთვა...