ქრისტიან მშობლებს, სასამართლომ 8 თვის შვილი დაუბრუნა

სასამართლომ დაადგინა, რომ წყვილის უმცროსი ვაჟი, 8 თვის იეზეკიელი, უნდა დაუბრუნდეს ოჯახს. გარდა ამისა, სასამართლომ ნება დართო მარიუსსა და რუთს, რათა შეეძლონ მონახულება თავიანთი უფროსი ვაჟების, ორჯერ კვირაში – ორ-ორი საათით.

შეგახსენებთ რომ გასული წლის ნოემბერში, ნორვეგიაში, ბავშვთა დაცვის სოციალურმა სამსახურმა ,,Barnevernet-მა’’, მარიუსსა და რუთ ბოდნარიუსებს წაართვა 5 არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც დაყვეს და განათავსეს სამ სხვადასხვა ადგილას და იმ მომენტიდან ისინი იმყოფებოდნენ მშობლებისა და ერთმანეთისგან განცალკავებულად.

თავდაპირველად, მათ დასდეს ბრალი „რადიკალურ ქრისტიანობასა და იდეოლოგიურ გადამუშავებაში“, ხოლო შემდეგ ოჯახში ფიზიკურ ძალადობაში, რაც ,,Barnevernet-ის’’ თანამშრომლების სიტყვებით, გამოიხატებოდა ბავშვების ცემაში. როგორც ვიცით ბავშვთა ძალადობა ნორვეგიაში სასტიკად აკრძალულია.

მშობლებმა გადაწყვიტეს უკან არ დაეხიათ და თავიანთი შვილებისთვის ბოლომდე ებრძოლათ.

თითქმის 5 თვიანი მცდელობისა და ბრძოლის შემდეგ, სასამართლომ მიიღო პირველი გადაწყვეტილება მარიუსისა და რუთის სასარგებლოდ.

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩიკაგოდან მწყემსმა კრისტიან იონესკუმ, რომელმაც თავის დროზე ბოდნარიუს ოჯახის მხარდასაჭერად შექმნა ონლაინ პეტიცია, რომელმაც ათასობით ხმა მოაგროვა, აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იურიდიულ პროცესში, რომელიც არ ნიშნავს გაერთიანებისთვის ბრძოლის დასრულებას, ბრძოლა კვლავ გრძელდება მარიუსისა და რუთის უფროსი შვილებისათვის.

„ბავშვებისთვის ბრძოლა გრძელდება!“, – ხაზი გაუსვა კრისტიან იონესკუმ. ის მოუწოდებს ყველას მორიგ აქციაზე მოსვლისაკენ, რომელიც დაიგეგმა ბოდნარიუსების ოჯახის მხარდასაჭერად და ჩატარდება 16 აპრილს.

http://www.christiantoday.com/

http://www.romaniajournal.ro/the-youngest-child-of-bodnariu-family-returns-to-his-parents/ 

http://www.christianheadlines.com/blog/norwegian-christian-family-regains-custody-of-youngest-son.html 

http://www.feedler.ro/feed/3771227–The-youngest-child-of-Bodnariu-family-returns-to-his-parents 

http://316news.org/vajniy/norvegiya-roditeli-xristiane-vernuli-svoyu-dochku/ 

ჩატვირთვა...