ქრისტიანი ლიდერები გამოეხმაურნენ ნიცაში ტერორისტულ თავდასხმას.

საშინელი ტორორისტული თავდასხმის შემდეგ ნიცაში, საფრანგეთში, დაიხოცა 80-ზე მეტი ადამიანი. ქრისტიანი ლიდერები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ამ ტრაგედიას.

თავდასხმა განხორციელდა 14 ივლისს საღამოს ნიცას სანაპიროზე, სადაც მოსახლეობა აღნიშნავდა ბასტილიის დღეს. ფესტივალის დროს ტერორისტი მაღალი სიჩქარით შევარდა ხალხში სატვირთო მანქანით.

ქრისტიანი ფინანსური კონსულტანტი და რადიოს მეპატრონე დეივ რამსი ტვიტერზე აქვეყნებს: ვლოცულობ ნიცასთვის. ისეთი გულისშემძვრელია. დროა ვაღიაროთ, რომ ბოროტება რეალურია. ეს პირველი ნაბიჯია მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

სარა ბეზი: სიტყვები არ მყოფნის. მსოფლიო აუტანელ გულისტკივილს განიცდის ბევრის გამო. ჩვენ ვეძებთ იმედს და სიყვარულს.

ფრანკლინ გრემმა მოუწოდა ხალხს, რომ შეერთებოდა ლოცვებში: „საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსის ჰოლანდმა, თქვა: ‘სრულიად საფრანგეთი ისლამური ტერორიზმის მუქარის ქვეშაა,’ და ის მართალია – ‘ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. შემომიერთდებით 50-ზე მეტი დაშავებული ადამიანის მწუხარე ოჯახებისთვის ლოცვაში?”

მოგვიანებით გრემმა თვითერზე გამოაქვეყნა: ილოცეთ საფრანგეთისთვის, ქვეყანა გლოვობს ნიცაში ტერორისტული თავდასხმის დროს 84 ადამიანის დაკარგვას და უფრო მეტის დაშავებას.

ტონი ევანსი: რაღა თქმა უნდა, რომ ჩვენი გულები დამძიმებულია და ჩვენი ვლოცულობთ მათთვის, ვისაც შეეხო ნიცაზე თავდასხმა, და ასევე საყოველთაო მშვიდობისთვის.

ჩატვირთვა...