ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები გაერთიანდებიან ერთობლივი ლოცვისთვის, რათა შეწყდეს კონფლიქტი

მომავალ თვეს, სირიის ქალაქ ალეპოში ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები გაერთიანდებიან ერთობლივი ლოცვისთვის, რათა შეწყდეს შეიარაღებული კონფლიქტი, რასაც სულ უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი მოაქვს.

ChristianToday.com იუწყება, შაბათ-კვირას დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარღვეულ იქნა და დაბომბივითი იერიშები განახლდა, რასაც პარასკევს ოთხმოცდაათი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ხოლო კვირას გარდაცვლილთა რიცხვმა ასს გადააჭარბა.

ქალაქში ათასობით ადამიანია გამომწყვდეული მაშინ, როდესაც საარსებო რესურსები ნულოვან ნიშნულამდეა დაყვანილი.

მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები გაერთიანდებიან, რათა შეევედრონ მსოფლიო ლიდერებს ომის შეწყვეტის შესახებ და ასევე საკუთარი ქვეყნებისთვისაც ილოცებენ.

ალეპოში არსებული სომხური კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოს მარაიატის თქმით, ბავშვები, პირველ რიგში, საკუთარი თანატოლებისთვის აღავლენენ ლოცვას, რადგან მისი რწმენით, ბავშვის ლოცვას გაცილებით დიდი ძალა აქვს.

საზარელი ფოტო და ვიდეო მასალა იყო ხელმისაწვდომი მთელი კვირის მანძილზე, სადაც ერთის მხრივ ასახულია ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ბავშვთა გვამები, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მათ გადარჩენას ჩამონგრეული შენობებიდან.

„ბრძოლა ალეპოსთვის“ დაიწყო 2012 წელს, რაც კიდევ უფრო დიდი კონფლიქტის, სირიის სამოქალაქო ომის ნაწილია
„სისხლისღვრა გაგრძელდება, თუ ომში ჩართული ძალები არ გადაწყვეტენ, რომ ბოლო მოუღონ ამ ბინძურ ომს“, – განაცხადა მარაიატიმ.

ჩატვირთვა...