ქრისტიანებს გლოვის უფლება არ აქვთ – ამერიკული მედია ორლანდოს თავდასხმაზე

ორი კვირის წინ ორლანდოში მომხდარ თავდასხმაზე ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებები პასუხისმგებლობას გარკვეულწილად ქრისტიანებსა და კონსერვატორებს აკისრებენ. შეგახსენებთ, რომ ორლანდოს გეი ღამის კლუბში isis–ის მიმდევარმა ომარ მატინმა 49 ადამიანი მოკლა.

ამ ფაქტიდან მალევე New York Times–ის რედაქციამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც ისლამური ტერორიზმი უბრალოდ ჩანცვლებული იყო სიტყვებით – “ტრადიციული ქორწინების მორწმუნე”. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ ქრისტიანებმა და კონსერვატორებმა თავიანთი არაშემწყნარებლური დამოკიდებულებით გეიქორწინებასთან ხელი შეუწყეს ამ სააზარელი ფაქტის განხორციელებას.თითქმის იგივეს წერდა Times helpfully , რომლის სტატიაშიც ნათქვამი იყო, რომ ქრისტიანები და კონსერვატორები პასუხისმგებელნი არიან ამ საზარელ ფაქტზე. ამას მოჰყვა The Daily Beast–ის შეფასებები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქრისტიანების და კონსერვატორების გლოვა მსხვერპლთა გამო ფარისევლობაა და რომ ისინი, ვინც არ უჭერენ მხარს გეი ქორწინებას არ არიან უფლებამოსილნი ცრემლები ღვარონ მათ გამო და გამოიყენონ ეს ფაქტი “ქულების დასაწერად”.

ყველაზე შემტევი კი CNN–ის ჟურნალისტის ანდერსონ კუპერის გამოსვლა იყო, რომელმაც გადაწყვიტა შეერცხვინა მის გადაცემაში მოწვეული პროკურორი პემ ბონდი, რომელიც ცდილობდა აეხსნა რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად. ის კი ჯიუტად უმეორებდა კითხვას : არის თუ არა ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობა. ამ დაჟინებული კითხვით მას უნდოდა დაენახვებინა მაყურებლისთვის, რომ ადამიანი რომელიც ტრადიციულ ქორწინებას უჭერს მხარს დამნაშავეა მომხდარში და ის, თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ფარისევლურად, არასათანადოდ ასრულებს. კუპერი, ფაქტობრივად, ამტკიცებდა რომ მხარს უჭერდე ტრადიციულ ქორწინებას და თან განიცდიდე 49 მოძმე გეის მკვლელობას ერთმანეთთან თანხმობაში ვერ მოდის.

“მედიის პროპაგანდის მიზანი ცხადია: თუ თქვენ მხარს არ უჭერთ ლგბტ პირების ქორწინებას, თქვენ დამნაშავე ხართ მომხდარში! მე ვიყავი ძალიან გაბრაზებული ამ არასწორი ბრალდებების გამო, რასაც ქვეყნის წამყვანი მედია საშუალებები ავრცელებდნენ, მაგრამ ვფიქრობ,ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ ვუპასუხოთ აღშფოთებით, მაგრამ სამართლიანია აღინიშნოს რომ ქრისტიანები იდგნენ თავიანთი მოძმეების გვერდით, მიუხედავად მათი შეხედულებისა ქორწინებაზე, ისინი იყვნენ სისხლის დონორები… იქ იყო ლუთერანული ეკლესიის საქველმოქმედო ფონდიც, რომელიც ცდილობდა დახმარებას…ცოდვა და ხსნა დღეს ამერიკული ჟურნალისტიკისთვის უცხო კონცეფციებია, როგორც კუპერი ამბობს თუ გიყვარს ყველაფერში უნდა ეთანხმებოდე, არა, ეს ზოგჯერ, სწორედ საპირისპიროს გულისხმობს… ეს გაბრაზებული თავდაცვა არ არის, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არა, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, თუ რა მოხდა ორლანდოში!” – განაცხადა თავის პუბლიკაციაში ცნობილმა ქრისტიანმა ჟურნალისტმა ერიკ მეტაქსასმა.

წყარო: http://www.christianheadlines.com

ჩატვირთვა...