ქრისტეს სიტყვები ავტობუსებზე – სააღდგომო-სამახარებლო კამპანია ლონდონში

0 74

აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე ლონდონის ავტობუსებზე წარწერილი იქნება ქრისტეს სიტყვები ბიბლიიდან.

10 აპრილიდან დაწყებული, 75 წითელი, ორსართულიანი ავტობუსი ივლის ლონდონის ქუჩებში, რომლებზეც წარწერილი იქნება ციტატები ბიბლიიდან. ეს სამახარებლო კამპანია ორი კვირა გასტანს.

ავტობუსებზე იქნება მსგავსი წარწერები: „ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?“, „მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა“, „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.

Revelation TV-ის დამფუძნებელმა, ჰოვარდ კონდერმა განაცხადა, რომ 22 მარტს ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შემდეგ „ცხადი გახდა, რომ იმედი, უფრო სწორად უიმედობა, ხდება ამ თაობის პრობლემა“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიბლია ბევრს საუბრობს იმედზე და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ეს კამპანია ზეგავლენას მოახდენს ამ თაობის გულზე, გონებასა და აღქმაზე, რათა მიეცეთ მათ უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი“, თქვა კონდერმა.

„ჩემი ბავშვობის დროს ხალხისთვის ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა იყო ეკლესიაში სიარული, მაგრამ დღეს რამდენმა იცის იესოს სიტყვები: „ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს საკუთარ თავზე: ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი“, ან „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ?“ აღნიშნა ჰოვარდ კონდერმა და დასძინა: „ბიბლია არის იმედის წიგნი, რაც თანამედროვე თაობას არ აქვს, რადგან ცოტა იცის იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია“.

კამპანია „იესოს ციტატები“ ჩატარდება ასევე ინტერნეტშიც, საიტზე http://www.quotejesus.com/და სოციალურ ქსელებში.

ეს კამპანია 2009 წელს ჩატარებული ათეისტური კამპანიის საპირისპიროა, როცა ბრიტანეთის ჰუმანისტურმა საზოგადოებამ ავტობუსებზე წააწერა სიტყვები: „შესაძლოა, ღმერთი არ არსებობს. შეწყვიტე დარდი და დატკბი ცხოვრებით“.

წყარო

ჩატვირთვა...