მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, ამერიკული კონკურსის “The Voice” ფინალურ ტურში იმღერებს

კრის ბლუ, ნოკსვილელი მგალობელი, ამერიკული „ხმის“ ფინალურ ტურში გადავიდა გასაოცარი სიმღერით „Take me to the King”. პროექტის ფინალი ორშაბათს და სამშაბათს შედგება და მასში 4 ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას.

„დიდი მადლობა ღმერთს, ალისია კეისს, პროექტს „ხმა“ და რა თქმა უნდა, თქვენ!“, – წერს ბლუ თავისი ტვიტერის გვერდზე მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ფინალურ ოთხეულში მოხვდა.

კრის ბლუ პროექტში ალისია ქეისის გუნდის წევრია, მისმა ნამღერმა გააოგნა აუდიტორია და მაყურებელი.

„ეკლესიას, რომელიც ყოველ კვირას ლოცულობს მისთვის, კრისმა მადლობა გადაუხადა იმით, რომ ჩაუღრმავდა თავის ევანგელურ ფესვევბს ამ ძლიერ სიმღერაში და გადალახა პირადი ბრძოლის ველი. იგი თავდაჯერებული და მშვიდი რჩებოდა სიღერის პირველ ნახევარში, მანამ სანამ ემოციებმა არ იფეთქა მასში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვოკალი არ იყო საუკეთესო ამ სეზონში, ის  მანიც ყველაზე წრფელი და ემოციური გახლდათ. აუდიტორია მქუხარე აბლოდისმენტებით აცილებდა მას სცენიდან“, – ამბობს მწერალი დენტონ დევიდსონი.

ჩატვირთვა...