ფრანკლინ გრემი: ღმერთმა უკვე დიდი ხნის წინ განსაზღვრა ქორწინებისა და ცოდვის არსი

franklin_grahamცოტა ხნის წინ აშშ-ს პრესვიტერიანული ეკლესიის წესდებაში ერთსქესიან ქორწინებათა სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებამ ფრანკლინ გრემის ყურადღება მიიპყრო, იტყობინება 316news.org invictory.com-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ცნობილი მახარებლის ბილი გრემის ვაჟმა ფეისბუკის თავის გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ს პრესვიტერიანული ეკლესია გახდა ყველაზე დიდი პროტესტანტული გაერთიანება, რომელმაც ოფიციალურად სცნო ერთსქესიანი ქორწინება: „თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ღმერთმა უკვე დიდი ხნის წინ განსაზღვრა ქორწინებისა და ცოდვის არსი და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს, ნაცვლად იმისა, რომ ვცდილობდეთ ჩვენს კულტურაზე მორგებას. ქორწინება ესაა კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და წერტილი. ნებისმიერი სხვა განსაზღვრება ღვთისადმი მიმართული ცოდვაა და ღმერთი კი ერთ დღესაც ყოველ ცოდვას განსჯის“.

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრესვიტერიანული ეკლესიის წესდებაში შეტანილი ცვლილება ქორწინების შესახებ ჟღერს ასე: „კავშირი ორ ადამიანს შორის, ტრადიციულად, ქალსა და მამაკაცს შორის“ ნაცვლად განსაზღვრებისა: „კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“. ეს განსაზღვრება ჯერ კიდევ შარშან იქნა წარდგენილი ხსენებულ პროსტესტანტულ გაერთიანებაში. ის ძალაში შევა ამა წლის 21 ივნისს მას შემდეგ, რაც ხმას მისცემს ყველა ოლქი თუ ყველა პრესვიტერია, რომელთა რიცხვიც გახლავთ 171 და გაერთიანების ლიდერები ოფიციალურად დაარეგისტრირებენ შედეგებს.

ჩატვირთვა...