ფრანკლინ გრემი: ღმერთი განსაზღვრავს ქორწინებას და არა უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ფრანკლინ გრემი თავის ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა:

დღეს უზენაესმა სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების 50-ივე შტატში დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება. მიუხედავად უზენაესი სასამართლოს პატივისცემისა, ეს არ განსაზღვრავს ქორწინებას, რადგანაც იგი არაა უფლებამოსილი ქორწინების ხელახლა განსაზღვრაში.

ქორწინება შეიქმნა მის მიერ ვინც შექმნა ქალი და კაცი და მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე განხილვას ან ცვლილებას, ადამიანის მიერ შექმნილი სასამართლოს მიერ. ღმერთი გარკვევით აცხადებს ქორწინების განსაზღვრების შესახებ თავის წმინდა სიტყვაში: „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ისინი იქნებიან ერთხორცად“ (დაბადება 2:24).

ვლოცულობ რომ ღმერთმა დაინდოს ამერიკა მისი სამსჯავროსგან, თუმცა, ჩვენი როგორც ერის ქმედებები, მას ამისათვის სულ უფრო და უფრო ცოტა მიზეზს უტოვებს. – განაცხადა ფრანკლინ გრემმა.

შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის 50-ვე შტატში ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნო. 26 ივნისიდან, კონსტიტუციაში შესული ცვლილების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაქორწინდეს მასზე, ვისზეც სურს.

კანონში შესული მე-14 შესწორების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია გამოსცეს ერთსქესიანთა ქორწინების ლიცენზია და მათი ერთობა სამართლებრივად სწორად გამოაცხადოს. დღემდე მხოლოდ 27 შტატში იყო ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული.

ჩატვირთვა...