ფრანკლინ გრემი: ობამა იცავს ისლამს და აკრიტიკებს ქრისტიანობას

franklin-graham2-351ფრანკლინ გრემი თვლის, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობა და ერიკ ჰოლდერის ყოფნა აშშ-ს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მოწმობს ამერიკისათვის ბოლო დროის მოახლოების შესახებ, იტყობინება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com Christian Post-ზე დაყრდნობით.

„ამერიკისათვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ პროგრესული პარტიის (ლიბერალთა ახალი სახელწოდება) წევრები, რომელთაც სათავეში უდგათ პრეზიდენტი ობამა და გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი და, რომლებიც ცდილობენ ხალხს თავს მოახვიონ ახალი მორალური პრინციპები (რომლებიც სულაც არ გახლავთ მორალური) და ამით ცდილობენ ამერიკელი ხალხისათვის ყელში წაჭერას. ღმერთმა ამერიკა დედამიწის ყველა ერზე მეტად აკურთხა. ჩვენი ქვეყნის კანონები ბიბლიურ კანონებსა და პრინციპებს ეფუძნებოდა.

ჩვენ ვიყავით „ღმერთს დაქვემდებარებული ერთიანი ერი“ ახლა კი, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ღმერთს ზურგი აქცია. ისტორიას თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ძალიან ახლოა იმ ქვეყნის დასასრული, რომელიც უფალს ზურგს აქცევს“, – დაწერა ფრანკლინ გრემმა თავისი ფეისბუკის გვერდზე ორშაბათს.

ხელისუფლებასთან დაკავშირებით თავისი აზრი ფრანკლინ გრემს არაერთხელ გამოუთქვამს.

„ვთვლი, რომ ჩვენ დევნის მოწმენი გავხდებით ამ ქვეყანაში, – განაცხადა მან ცოტა ხნის წინ «Fox and Friends Weekend»-თან სტუმრობისას. ჩვენ უკვე გავხდით იმის მოწმენი, როგორ მიიღეს კანონები, რომლებიც ზღუდავს ქრისტიანებად ყოფნის ჩვენს თავისუფლებას. ვფიქრობ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ქვეყანაში არსებობს პრობლემა და ჩვენ თანდათან ვკარგავთ აღმსარებლობის თავისუფლებას“.

ღვთისმსახურმა ასევე აღნიშნა, რომ ობამა „იცავს ისლამს და აკრიტიკებს ქრისტიანობას, საყვედურობს ჩვენს მოკავშირეებს და მხარს უჭერს ჩვენს მტრებს, სრულიად ეთანხმება ერთსქესიან ქორწინებათა და აბორტის დაკანონებას, ამასთან, უარყოფს მათ რელიგიურ თავისუფლებას, ვინც მას არ ეთანხმება“.

გარდა ამისა, ცნობილი მახარებლის ბილი გრემის ვაჟი მოუწოდებს ქრისტიანებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და ქვეყანაში ქრისტიანულ ფასეულობათა აღდგენისკენ.

ჩატვირთვა...