ფრანკლინ გრემი თეთრ სახლს სტუმრობდა

4 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს. ბიბისის ცნობით, განკარგულების თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ აშკარად დაუჭირონ მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ჩაებან პოლიტიკურ პროცესებში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თეთრ სახლს ფრანკლინ გრემი ქალიშვილთან ერთად სტუმრობდა. „მე და ჩემი ქალიშვილი, სესი გრემ ლინჩი, დაპატიჟებულნი ვიყავით ვარდების ბაღში, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციულ ბრძანებას, რომელიც გავლენას ახდენს ამ ქვეყანაში არსებულ რელიგიურ თავისუფლებაზე. მადლიერი ვარ, რომ ისეთი პრეზიდენტი გვყავს. პრეზიდენტი, რომელიც დაინტერესებულია რელიგიური თავისუფლებით და არ ეშინია იესო ქრისტეს შესახებ საუბრის. ასევე შევხვდი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის მეუღლეს კარენს. მოხარული ვარ, რომ მათ მტკიცე რწმენა აქვთ. მოდით, ყოველდღიურად ვილოცოთ ამ ორი ადამიანისთვის. ისინი თუ წარმატებას მიაღწევენ, ეს ყველასთვის კარგი იქნება: რესბუპლიკელისა თუ დემოკრატისათვის, თეთრკანიანისა თუ შავკანიანისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ის ყველა იმ დაპირებას შეასრულებს, რასაც ამერიკელ ხალხს დაჰპირდა“, დაწერა გრემმა თავისი ფეისბუკის გვერდზე.

იმისთვის რომ ზემოხსენებული ბრძანება ამოქმედდეს, აუცილებელია კონგრესის თანხმობა.აღნიშნული განკარგულებით უქმდება ე.წ. „ჯონსონის შესწორებანი“, რომლის თანახმად, ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათები გაუქმდებოდა, თუ ისინი პოლიტიკაში ჩაერეოდნენ.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ რელიგიური ადამიანები დაჩაგრონ ან დუმილი აიძულონ. ეკლესიას დავუბრუნებთ თავის ხმას“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წყარო

ჩატვირთვა...