ფრანკლინ გრემი „დისნეის” წინააღმდეგ

ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი ფრანკლინ გრემი კომპანია „დისნეის“ ერთ-ერთ მულტფილმში წარმოდგენილ გეი წყვილების კოცნის სცენას ეხმაურება და თავისი ფეისბუკის გვერდზე წერს:

„დისნეიმ თავის ეთერში გაუშვა მულტფილმი, სადაც გეი წყვილები კოცნიან ერთმანეთს. მათ ასევე განაცხადეს, რომ მათ ახალ ფილმში „ურჩხული და მზეთუნახავი“ წარმოდგენილი იქნება გეი პერსონაჟი. კომპანია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ცხოვრების ამგვარი წესი ნორმალურია. ისინი ცდილობენ, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით თქვენი ბავშვების გულებში შეაღწიონ. ფრთხილად იყავით!

დისნეის აქვს უფლება იმისა, რომ შექმნას თავისი მულტფილმები, რადგან ეს თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებსაც გვაქვს იმის უფლება, რომ არ დავუჭიროთ მხარი მათ კომპანიას. იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიოს ქრისტიანები უარს გამოუცხადებენ დისნეის. მე შევხვდი უოლტ დისნეის, როცა პატარა ბიჭი ვიყავი. ის ძალიან კარგად შეგვხვდა მე, მამაჩემს და ჩემს უმცროს ძმას. თავზარი დაეცემოდა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა მის კომპანიას მომავალში.“

წყარო: https://www.facebook.com/FranklinGraham

ჩატვირთვა...