ფრანკლინ გრემი: ეს არის სილის გაწვნა იმ მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ ერთსქესიანთა ქორწინებას

franklin-grahamცნობილი მქადაგებელი ფრანკლინ გრემი ფეისბუკ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

პრეზიდენტმა თეთრი სახლი ცისარტყელის ფერებში გაანათა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსანიშნავად ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ.

ეს აღმაშფოთებელია – ნამდვილი სილის გაწვნა იმ მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ ერთსქესიანთა ქორწინებას და რომელთა ხმაც იგნორირებულია.

ღმერთია ცისარტყელის მომცემი, და იგი ასოცირდება მის სამსჯავროსთან. ღმერთმა გამოგზავნა წარღვნა მთელი კაცობრიობის დასასჯელად, მათი ცოდვებისა და ძალმომრეობის გამო.

ერთი ადამიანი, ნოე, აღმოჩნდა მართალი და თავის ოჯახთან ერთად გაექცა ღმერთის სამსჯავროს. ცისარტყელა იყო ნიშანი ნოესთვის, რომ ღმერთი აღარ გამოიყენებდა წარღვნას წუთისოფლის დასასჯელად. მაგრამ ერთ დღესაც, ღმერთი განსჯის ცოდვას – ყველა ცოდვას.

მხოლოდ ისინი, ვინც მართალნი აღმოჩნდებიან, გაექცევიან ღმერთის სამსჯავროს. სიმართლე მოდის რწმენის მეშვეობით, უფალ იესო ქრისტეს სახელის რწმენით, რომელიც იღებს ჩვენს ცოდვებს და ღვრის თავის სისხლს ჯვარზე თითოეული ჩვენგანისთვის.

ასე რომ, როდესაც ვხედავთ ჰომოსექსუალთა ცისარტყელას სხვადასხვა ბიზნესის რეკლამებზე და შეიძლება სხვადასხვა ადამიანთა ფეისბუქის გვერდზე, დაე ამან შეგვახსენოს, რომ ღმერთის სამსჯავრო მოვა. ხართ კი მზად? არის თქვენი ცოდვები მიტევებული?

ჩატვირთვა...