ფრანკლინ გრემის საშობაო მილოცვა

ოდესმე გიფიქრიათ შობის საფასურზე? მე იმ საფასურზე არ ვლაპარაკობ, როცა გადასახადების გადახდის დრო მოდის. მე იმ საფასურზე ვამბობ, რაც ღმერთმა გაიღო თავისი ძის წარმოგზავნით. საფასური, რომელიც უფალმა იესომ გადაიხადა, როცა თავისი ზეციური ტახტი დატოვა და ქვეყნიერებას ჩვილად მოევლინა ქალწულის მიერ. ქრისტეს შობაზე ფიქრისას, იფიქრე იმის შესახებ, რაზეც მან უარი თქვა იმისათვის, რომ სიღარიბეში ეცხოვრა ამქვეყნად.

ბიბლია ამბობს: „შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული“ (ესაია 53:3). ის იშვა იმისათვის, რომ მსხვერპლად შეწირულიყო ჩემი და შენი ცოდვებისთვის. ღმერთმა საკუთარი ნებით წარმოგზავნა თავისი ძე კაცობრიობის დასახსნელად. ქრისტეშობა ღმერთის უდიდესი სიყვარულის გამომხატველია, სიყვარულისა, რომლის გამოც დიდი საფასური გადაიხადა იმისათვის, რომ გამოესყიდე. წმინდა წერილი გვეუბნება: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.” (2 კორინთელთა 5:21).

ჩატვირთვა...