ფრანკლინ გრემის საევანგელიზაციო ტური ამერიკაში

250315_grammცნობილი ევანგელისტი ფრანკლინ გრემი ემზადება მომავალ წელს დიდი საევანგელიზაციო ტურნესთვის − Decision America Tour, რომელიც ჩატარდება ამერიკის ყველა შტატში.

„ჩვენს ქვეყანას პრობლემები აქვს. ჩვენ გზაჯვარედინზე ვდგავართ. მე მწამს, რომ ღმერთი მოგვიწოდებს ჩავატაროთ ლოცვითი ტურნე ქვეყნის 50 შტატში 2016 წელს. გულწრფელად ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ რაიმე პოლიტიკურ პასუხს. ჩვენი საზოგადოების ერთადერთი იმედი არის ღმერთის ერთადერთ ძე − იესო ქრისტე, ამბობს ფრანკლინ გრემი.

მსახურის თქმით, თითოეული შტატის ადგილობრივ ეკლესიებში ჩატარდება ლოცვითი და საევანგელიზაციო მსახურებები.

„იესომ თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მარილი და სანთელი ამქვეყნად. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ღმერთის სიტყვის სიმართლე საზოგადოებაში, რომელიც გაშმაგებული სისწრაფით მიექანება მორალურ დაცემისკენ“, დასძინა მან.

თარიღები და ქალაქების სახელები უკვე ზუსტდება, მანამდე კი ორგანიზატორები მოგვიწოდებენ ლოცვითი მხარდაჭერისაკენ.

ჩატვირთვა...